Author Archives: admin

კოსმოს ენერჯიმ სენეგალის ზღვაში დიდი მოცულობის გაზის საბადო აღმოაჩინა

ნიდერლანდები და გერმანია ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად ჩრდილოეთ ზღვაში ერთობლივ ბურღვით ოპერაციებს აანონსებენ

ნიდერლანდები და გერმანია ჩრდილოეთ ზღვაში ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად ერთობლივ ბურღვით ოპერაციებს აანონსებენ. წინასწარი ინფორმაციით, ქვეყნები გაზის მიღებას 2024 წლიდან შეძლებენ. ნიდერლანდების მთავრობის ვებგვერდის თანახმად, სანაპირომდე ბუნებრივი აირის გამოსატანად მილსადენის მშენებლობაც მიმდინარეობს. ნიდერლანდების მხრიდან, ბურღვის დაწყების ნებართვა 1 ივნისს, სახელმწიფო მდივან ალექსანდერ ვიილბრიფის მიერ გაიცა. გარემოსდამცველების მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი აირის წარმოებისას გამოთავისუფლებული წყალი გაფილტრული იქნება, პლატფორმა კი, ადგილობრივი „ხამანწკების პროექტიდან“ მოშრებით ...

Read More »

WEG: ამჟამად რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი არ აქვს

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG)-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ელექტროენერგიის იმპორტი აფხაზეთის დამოკიდებულება – ელექტროენერგიის იმპორტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონისთვის რუსეთის ელექტროსისტემასთან სინქრონიზაცია რუსული ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთში საქართველოს გავლით ბუნებრივი გაზის იმპორტი ადგილობრივი მოხმარებისთვის ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სომხეთში საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსული კაპიტალი და აქტივები საქართველოს ენერგეტიკის სექტორში თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით ...

Read More »
ევროპაში რუსულ გაზს მალე ამერიკული ჩაანაცვლებს

ევროპა რეკორდული ტემპით ავსებს გაზის საცავებს

მაისში ევროპამ მიწისქვეშა საცავებში რეკორდული რაოდენობის გაზი და თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) გაუშვა. ამის შესახებ იტყობინება TASS-ი, გაზის ინფრასტრუქტურის ევროპის (GIE) ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ევროპული გაზის ინფრასტრუქტურის ოპერატორების ინტერესებს. ევროპულ გაზსაცავებს მაისში დაემატა 15,6 მილიარდი კუბური მეტრი, რაც 52%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 11,5%-ით მეტი 2018 წლის მაისის წინა რეკორდთან შედარებით. 31 მაისისთვის ევროპის საწყობებში ...

Read More »

დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული კონფერენციის „Renewable Georgia 2022″-ის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე შიდა რესურსების ათვისებასა და ენერგო დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ენერგეტიკულ გაერთიანებაში ოფიციალურად გაწევრიანებასთან ერთად საქართველომ ნათლად განსაზღვრა თავისი ენერგეტიკული მომავალი. ჩვენი ძალისხმევა, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ...

Read More »

OPEC+ ნავთობის მიწოდებას გაზრდის

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) ნავთობის მიწოდების დაახლოებით 50%-ით გაზრდაზე შეთანხმდა. ასევე, რუსეთი გაერთიანების სრულუფლებიან წევრად რჩება მიუხედავად შეერთებული შტატებისა და სხვა მსხვილი შემსყიდველების ზეწოლისა. ქვეყნები ივლისსა და აგვისტოში ნავთობის ყოველდღიური წარმოების 648,000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა სრულად დაუჭირა მხარი ამ გეგმას და მოლაპარაკებები დასრულდა რეკორდულ დროში, სულ რაღაც 11 წუთში. ნავთობი ფასი შეხვედრის წინ შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ...

Read More »

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენლების თქმით, რუსმა ოკუპანტებმა $135 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა მოიპარეს

The Washington Post-ის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან 135 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მოიპარეს. გამოცემა ელექტროსადგურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან ოკუპანტებმა მოიპარეს ან გაანადგურეს 698 კომპიუტერი, 344 მანქანა, 1500 რადიაციის საზომი დოზიმეტრი, თითქმის ყველა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. ელექტროსადგურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოკუპაციის დროს მათი 9 კოლეგა მოკლეს, 5 – გაიტაცეს. რუსეთის შეჭრამდე ჩერნობილის კატასტროფის ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 3 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, კალოუბნის, საცხენისის, თრიალეთის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 2  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117.74 (+1.54)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 116.87  (+1.69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ელექტრომობილების რაოდენობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში

ახალი თაობის ელექტრობატარეას ფუნქციონირება ასი წლის განმავლობაში შეუძლია

ცოტა ხნის წინ, Tesla-ს კვლევითმა ცენტრმა სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელშიც ნიკელზე დაფუძნებული ახალი თაობის ელექტრობატარეის მონახაზი არის განხილული, რომელსაც ფუნქციონირება 100 წლის განმავლობაში შეუძლია, – ამის შესახებ გამოცემა Electrek-ი წერს. ახალ ელექტრობატარეაზე Tesla და კანადელი მეცნიერი, ჯეფ დანი ერთობლივად მუშაობენ. ეს უკანასკნელი, თავის წილ, დღეს ფართოდ გამოყენებული ლითიუმ-იონური ბატარეების ერთ-ერთი პიონერია. ამ ტექნოლოგიაზე დანი მისი შექმნის შემდეგ მუშაობს, კანადის ქალაქ ჰალიფაქსში ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

„გაზპრომმა” მიმდინარე წლის 5 თვეში შარშანდელთან შედარებით 4,8%-ით ნაკლები გაზი მოიპოვა

მიმდინარე წლის ხუთ თვეში „გაზპრომმა” 211,4 მლრ კუბ მ გაზი აწარმოვა, რაც 4,8%-ით (10.6 მლრ კუბ მ) ნაკლებია შარშანდელთან შედარებით. „გაზპრომი” აღნიშნავს, რომ შარშანდელ დონეზე დარჩა გაზის მიწოდება შიდა ბაზარზე, ჩინეთის მიმართულებით კი გაიზარდა. მნიშვნელოვნადაა შემცირებული გაზის მიწოდება შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში (იგულისხმება ევროპის ქვეყნები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გამოკლებით). ხუთი თვის განმავლობაში ამ ქვეყნებს 61 მლრ კუბ მ გაზი მიეწოდათ, 27.6%-ით ...

Read More »