საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 3 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, კალოუბნის, საცხენისის, თრიალეთის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლორთქიფანიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანიIVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილის, მარატ ნოზაძის, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ვლადიმერ ნანეიშვილის და გიორგი ავალიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ცაგარელის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საბურთალოს, საირმის, მიცკევიჩის, ბურძგლას და შმიდტის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, ჩიტაძის (ნაწილობრივ), ამაღლების, ასათიანის, გიზო ნიშნიანიძის, ლერმონტოვის და მესხის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, გოგებაშვილის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, კერესელიძის, თეიმურაზ ჩირგაძის, გუნიას და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების Xბ კვარტლის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გულუას, არტურ ლაისტის, სერგო წულაძის, მეველეს, სამგორის და ციხისძირის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply