Author Archives: admin

რუსულ ტანკერებს ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობი სანქციების მიუხედავად ჩააქვთ

რუსული ტანკერებით ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის ტრანსპორტირება სანქციების მიუხედავად კვლავ ხდება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტის, „სქემების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. შესაბამის ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა MarineTraffic-ის სერვისის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 4-5 ათასი ტონის ტვირთამწეობის რუსული გემები ერთი და იგივე მარშრუტით გადაადგილდებოდნენ. ისინი ნავთობით შავი და აზოვის ზღვრის პორტებში იტვირთებოდნენ და შემდეგ რუმინეთის კონსტანცას ...

Read More »

მაკრონი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს

საფრანგეთი ევროპის მრავალ ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო, შექმნილი კრიზისის თაობაზე, ქამრების შემოჭერას იწყებს. აღნიშნულის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ წერს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ ელექტროენერგიაზე მოხმარება შეამცირონ. მთავრობა აცხადებს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება სულ მცირე 10%-ით მაინც უნდა შემცირდეს. მაკრონი მიიჩნევს, რომ საფრანგეთმა, რაც შეიძლება მალე უნდა ისწავლოს ცხოვრება რუსული გაზის გარეშე. პრეზიდენტმა ...

Read More »

ჩინეთი რუსეთისგან თხევად ბუნებრივ აირს ნახევარ ფასად ყიდულობს

რუსეთის შორეული აღმოსავლეთით არსებულმა Sakhalin-2-ის სახელწოდებით ცნობილმა თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო ქარხანამ, დეკემბრის ჩათვლით მიწოდებისთვის, ჩინეთს გარკვეული მოცულობის LNG ტვირთი მიჰყიდა. საკითხში გაცნობიერებული მოვაჭრეების განცხადებით, აზიური ქვეყანა მის სანაცვლოდ სპოტ-ბაზარზე არსებული ფასის ნახევარს იხდის. საინტერესოა, რომ გარიგება ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია – ჩინეთს იაფი მიწოდების უზრუნველყოფა და ტვირთის ევროპისა და აზიის კომუნალურ კომპანიებში გადაყიდვა შეუძლია, ხოლო რუსეთს, მიუხედავად მისი ნახევარ ...

Read More »

საქსტატი: ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და $76.6 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8%–ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი – $75.6 მლნ–ით და 21.5%–იტ, ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი $47.6 მლნ–ით, რაც მთლიანი ინვესტიციების 13.5%–ია. სამეულს მიღმაა დამამუშავებელი მრეწველობა– $40.5 მლნ, მშენებლობა– $26.8 მლნ, ტრანსპორტი – $13.2 მლნ,  სასტუმროები ...

Read More »

ერდოღანმა პუტინს გაზზე ფასდაკლება სთხოვა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე ანკარისთვის რუსული გაზის ფასი განიხილეს, წერს პარასკევს სააგენტო Bloomberg. „პუტინთან გაზის ფასი განვიხილეთ. იმედი მაქვს, ფასდაკლებას მივიღებ“, – თქვა ერდოღანმა. თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სამარყანდში დაგეგმილ შეხვედრაზე პუტინს სთხოვს, „მარცვლეულის დერეფნით“ რუსული აგროპროდუქციის ტრანსპორტირება დაიწყოს, წერს თურქული სააგენტო ანადოლუ. ასეთი მიწოდების დაწყება შექმნის მათ შორის აფრიკის უღარიბესი ქვეყნებისათვის ტვირთების ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს

2022 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს, მათ შორის დიდმა ბრიტანეთის ჩათვლით, ეს მაჩვენებელი 49%-ია. ინფორმაციას ევროპის ბაზარზე გაზის ექსპორტის მაჩვენებლების შემციების შესახებ, რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი ავრცელებს“. „წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთ ბაზარზე რუსული გაზის მიწოდება 48%-ით შეამცირეს, დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით – 49%-ით“, – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »

გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ შვედეთის პორტში რუსული ბუნებრივი აირით დატვირთული გემი არ შეუშვა

შვედეთის ერთ-ერთ პორტში გარემოსდამცველი ორგანიზაციის „გრინპისის“ აქტივისტებმა სატვირთო ტანკერს, სახელწოდებით „ქორალ ენერჯის“ არ მისცეს პორტში შესვლისა და ბუნებრივი აირის გადმოტვირთვის საშუალება. აქტივისტებმა ტერმინალზე გაშალეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ  შვედეთის პრემიერ-მინისტრმა უნდა შეწყვიტოს პუტინის ომის დაფინანსება. ორგანიზაცია „გრინპისი“ მოუწოდებს შვედეთის მთავრობას,  დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკვე 6 თვეა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. მათთვის მიუღებელია, რომ შვედეთი კვლავინდებურად აგრძელებს ...

Read More »

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება. “რუსეთის გაზზე ფასების შეზღუდვის შესახებ ევროკავშირის წინადადება მოსკოვის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას გამოიწვევს”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ ვიიარტომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრის დაწყებამდე. 7 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუკი რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის ფასების მაქსიმალური ზღვრები დადგინდება, ...

Read More »

ვანო მთვრალაშვილი: ივლისის შუა რიცხვებიდან დღემდე ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავზე ფასები საშუალოდ 50-55 თეთრით შემცირდა – ფასის გაზრდა გამორიცხულია

ივლისის შუა რიცხვებიდან დღემდე ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავზე ფასები საშუალოდ 50-55 თეთრით შემცირდა – ჩვენ ვფიქრობთ, რომ საწვავის ფასის შემცირება გაგრძელდება. საუბარი იმაზე, რომ ფასი გაიზრდება და რაღაცა მოხდება, ეს გამორიცხულია, – ასე უპასუხა „საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, როგორ შეიცვალა საწვავზე ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში. მისივე თქმით, საქართველოში საწვავზე ფასების შემცირება ნავთობზე ფასების შემცირებას და ლარის კურსის ...

Read More »

ესპანეთი სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დანტერესდა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, ესპანეთი  სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დაინტერესდა. „აზერბაიჯანი ნავთობის, გაზისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხში, ევროპის დიდი ხნის და სანდო პარტნიორია. ესპანეთი კი იმ ქვეყნების პირველ ათეულშია, რომლებიც აზერბაიჯანისგან ნავთობს ყიდულობენ“, – განაცხადა მინისტრმა. ბაირამოვის ინფორმაციით, 2021 წლიდან, მას შემდეგ რაც სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი დასრულდა, (სიგრძე 3 500 კილომეტრი) ევროპისთვის, აზერბაიჯანის როგორც სანდო ენერგოპარტნიორის როლი ...

Read More »