საფრანგეთი ევროპის მრავალ ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო, შექმნილი კრიზისის თაობაზე, ქამრების შემოჭერას იწყებს. აღნიშნულის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ ელექტროენერგიაზე მოხმარება შეამცირონ.
მთავრობა აცხადებს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება სულ მცირე 10%-ით მაინც უნდა შემცირდეს.
მაკრონი მიიჩნევს, რომ საფრანგეთმა, რაც შეიძლება მალე უნდა ისწავლოს ცხოვრება რუსული გაზის გარეშე.
პრეზიდენტმა მაკრონმა მოსახლეობა გააფრთხილა და თქვა, რომ უახლოეს თვეებში, თუ ნებაყოფლობითი ძალისხმევა საკმარისი არ იქნება, შესაძლოა, განიხილებოდეს ელექტროენერგიის დაზოგვა იძულებით.