Author Archives: admin

საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირის ენერგეტიკული კომპანიები ემზადებიან ვლადიმირ პუტინის პირობების შესასრულებლად

ევროპის ზოგიერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია კრემლის მიერ მოთხოვნილი რუსული გაზის გადახდის ახალ სისტემას აყალიბებს, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, შეამცირებს ევროკავშირის სანქციებს, საფრთხეს უქმნის ბლოკის ერთიანობას და მილიარდობით ნაღდ ფულს გადასცემს რუსეთის ეკონომიკას. გაზის დისტრიბუტორები გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში – მათ შორის რუსული გაზის ორი უმსხვილესი იმპორტიორი, დიუსელდორფში Uniper და ვენაში OMV – ემზადებიან რუბლის ანგარიშების გასახსნელად შვეიცარიაში გაზპრომბანკში. მათ განაცხადეს, ...

Read More »

ჯენ ფსაკი – პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის

პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ნაბიჯი, ენერგორესურების ფაქტობრივად იარაღად გარდაქმნა ნავარაუდევი იყო. სწორედ ამიტომ ჩვენ ევროპასთან კავშირზე ვართ. მათ შორის გასული 24 საათის განმავლობაში პოლონეთისა და ბულგარეთის ლიდერებთან. ჩვენ უკვე გარკვეული დროა, თვეებია, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაცია განვახორციელოთ“,- განაცხადა ფსაკიმ.

Read More »

პოლონეთმა რუსული გაზისგან თავისუფლება ოფიციალურად გამოაცხადა

პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულების ნებისმიერი ფორმიდან გასვლის შესახებ განაცხადა, წერს RBC-Ukraine. „დღეიდან ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული რუსეთზე. ჩვენი საცავები კვლავ სავსეა, მათ ყოველდღიურად შევავსებთ 100%–მდე. დღეისათვის გაზმომარაგების 78% მოდის ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ასევე საკუთარი წარმოებიდან“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

Bloomberg: “რუსული გაზის ოთხმა ევროპელმა მყიდველმა მისი ფასი რუბლში გადაიხადა”

“რუ­სუ­ლი გა­ზის ოთხმა ევ­რო­პელ­მა მყიდ­ველ­მა მისი სა­ფა­სუ­რი რუბ­ლებ­ში უკვე გა­და­ი­ხა­და, ისე, რო­გორც ამას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ითხოვ­და”, – ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა “ბლუმ­ბერ­გი” რუ­სუ­ლი გა­ზის გი­განტ კომ­პა­ნია “გა­ზპ­რომ­თან“ და­ახ­ლო­ე­ბულ პირ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. ამ ეტაპ­ზე, მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ­მა მყიდ­ვე­ლებ­მა გა­და­ი­ხა­დეს გა­ზის ფასი რუ­სულ ვა­ლუ­ტა­ში. ანო­ნი­მუ­რი პი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, რუ­სუ­ლი გა­ზის 10-მა მყიდ­ველ­მა უკვე გახ­სნა ან­გა­რი­ში რუბ­ლში. “გა­ზპ­რომ­თან” და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი ამ­ბობს, რომ პო­ლო­ნე­თი­სა და ...

Read More »

2015 წლის შემდეგ პირველად ევროპაში აშშ-ის ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი ჩავიდა

ტანკერმა Solana-მ 2 მლნ ბარელი ნედლი ნავთობის ნაწილი ესპანეთში, ბილბაოს პორტში ჩამოტვირთა, დარჩენილი ნაწილი კი გერმანიაში (ვილჰელმსჰაფენში) და ნიდერლანდებში (როტერდამში). ტანკერი Solana მექსიკის ყურეში, მცირე გემებიდან დაიტვირთა აშშ-ის ნავთობით. როგორც წესი, ევროპაში აშშ-დან ნედლი ნავთობი მცირე, 600 ათასიდან 1 მლნ ბარელამდე ტევადობის გემებით გადაიზიდება, 2 მლნ ბარელიანი სუპერტანკერები კი გრძელ მარშრუტებზე, მაგალითად, აშშ-სა და აზიას შორის გამოიყენება, მაგრამ რამდენადაც უკრაინაში ...

Read More »

წიაღისეულის მოპოვებისთვის დადგენილი ზღვარი მკაცრდება

წიაღისეულის მოპოვებისთვის დადგენილი ზღვარი მკაცრდება. პარლამენტმა “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, სავალდებულო წესით გზშ-ს დაექვემდებარება წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი – 25 ჰექტრისა. ხოლო სკრინინგის პროცედურას დაექვემდებარება მყარი სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 5 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი – 10 ჰექტრისა. ...

Read More »

ევროკომოსიის პრეზიდენტი – პოლონეთი და ბულგარეთი ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან მიიღებენ

პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან იღებენ. – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს. მისივე თქმით, გაზის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას კრემლის კიდევ ერთი პროვოკაციაა. “პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გაზპრომის გადაწყვეტილებამ უმცირესი შესაძლო გავლენა იქონიოს ევროპელ მომხმარებლებზე. დღეს წევრი ქვეყნები გაზის საკოორდინაციო ჯგუფის ფორმატში შეხვდნენ. პოლონეთმა და ბულგარეთმა მოგვაწოდეს ...

Read More »

„გაზპრომი“ მიდის – აზერბაიჯანული გაზისთვის ბულგარეთი უფრო ხელმისაწვდომი ხდება

რუსულმა „გაზპრომმა“ გაზის კომპანია „ბულგარგაზს“ ბულგარეთში გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა. გაფრთხილების თანახმად, მიწოდება შეჩერდება იმის გამო, რომ Bulgargaz-მა უარი თქვა რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. ლურჯი საწვავის მიწოდება 27 აპრილიდან შეწყდება. თავის მხრივ, ბულგარეთი რუბლით გადახდის მოთხოვნას რუსეთთან ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნევს. 1 აპრილს რუსეთმა გამოაცხადა ტრანზაქციების ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ „არამეგობრულ ქვეყნებთან“ „არასანდო“ ვალუტაში. თუმცა, „გაზპრომის“ გაფრთხილება ...

Read More »

დომინიკ რააბი: რუსეთი, გაზის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას ახდენს

რუსეთის გადაწყვეტილება პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე მის კიდევ უფრო იზოლირებას იწვევს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა. „ეს ძალიან საზიანო ზეგავლენას მოახდენს რუსეთზე, რადგან ის სულ უფრო და უფრო მეტად ხდება არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურად გარიყული“, – განაცხადა დომინიკ რააბმა Sky News-თან საუბარში. შეგახსენებთ, 27 აპრილიდან რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს ...

Read More »

ჩინეთში გამოცხადებული ლოქდაუნის ფონზე, ნავთობის ფასი მცირდება

2022 წლის 26 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104.41 (-0.51)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.87 (-0.83)  დოლარი/ბარელზე.

Read More »