„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

Bloomberg: “რუსული გაზის ოთხმა ევროპელმა მყიდველმა მისი ფასი რუბლში გადაიხადა”

“რუ­სუ­ლი გა­ზის ოთხმა ევ­რო­პელ­მა მყიდ­ველ­მა მისი სა­ფა­სუ­რი რუბ­ლებ­ში უკვე გა­და­ი­ხა­და, ისე, რო­გორც ამას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ითხოვ­და”, – ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა “ბლუმ­ბერ­გი” რუ­სუ­ლი გა­ზის გი­განტ კომ­პა­ნია “გა­ზპ­რომ­თან“ და­ახ­ლო­ე­ბულ პირ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

ამ ეტაპ­ზე, მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ­მა მყიდ­ვე­ლებ­მა გა­და­ი­ხა­დეს გა­ზის ფასი რუ­სულ ვა­ლუ­ტა­ში.

ანო­ნი­მუ­რი პი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, რუ­სუ­ლი გა­ზის 10-მა მყიდ­ველ­მა უკვე გახ­სნა ან­გა­რი­ში რუბ­ლში.

“გა­ზპ­რომ­თან” და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი ამ­ბობს, რომ პო­ლო­ნე­თი­სა და ბულ­გა­რე­თის­თვის გა­ზის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის, რომ სხვა ქვეყ­ნებ­საც შე­უ­წყვი­ტოს რუ­სეთ­მა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა.

მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი ის პე­რი­ო­დია, როცა გა­დახ­დის ახა­ლი ეტა­პი დგე­ბა და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ბულ­გა­რეთ­სა და პო­ლო­ნეთს სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან შე­უ­ერ­თდნენ და სხვა ქვეყ­ნე­ბიც ვი­ხი­ლოთ რუ­სუ­ლი გა­ზის გა­რე­შე.

ცნო­ბის­თვის, პო­ლო­ნეთ­სა და ბულ­გა­რეთს “გა­ზპ­რომ­მა” გა­ზის მი­წო­დე­ბა მას შემ­დეგ შე­უ­წყვი­ტა, რაც მათ უარი თქვეს გა­ზის სა­ფა­სუ­რის რუბ­ლით გა­დახ­და­ზე.

რუ­სე­თი გაზს აწ­ვდის 23 ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას.

Leave a Reply