პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულების ნებისმიერი ფორმიდან გასვლის შესახებ განაცხადა, წერს RBC-Ukraine.
„დღეიდან ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული რუსეთზე. ჩვენი საცავები კვლავ სავსეა, მათ ყოველდღიურად შევავსებთ 100%–მდე. დღეისათვის გაზმომარაგების 78% მოდის ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ასევე საკუთარი წარმოებიდან“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.