Author Archives: admin

ბორის ჯონსონი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უახლოეს ხანში გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. მისივე თქმით, სხდომაზე განიხილება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობა. „პუტინის უგუნური ქმედებები შეიძლება, დაემუქროს ევროპის უსაფრთხოებას“,- განაცხადა ჯონსონმა. ლიდერები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ საჭიროა რუსეთმა შეწყვიტოს თავდასხმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე და საგანგებო სიტუაციების სამსახურებს მიეცეთ საშუალება, იმუშაონ ადგილზე.

Read More »

ზელენსკიმ და ბაიდენმა ილაპარაკეს ხანძარზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის შესახებ. თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი შეუერთდა პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სადგურის რაიონში სამხედრო მოქმედებები და ობიექტთან მიუშვას მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები. თეთრი სახლის ცნობითვე, ჯო ბაიდენი ინფორმაციის მისაღებად ესაუბრა აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჯილ ჰრუბისაც. თეთრი ...

Read More »

ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია, – ამის შესახებ ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო იუწყება. მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე რადიაციის მაჩვენებლებში ცვლილებები არ შეინიშნება. უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.

Read More »

ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი – ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება დაცულია

ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, ამბობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება დაცულია. ალექსანდრ სტარუხმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ის ესაუბრა ატომური ელექტროსადგურის უფროსს და მან დაარწმუნა, რომ სადგურის უსაფრთხოება დაცულია. უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. მისი ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. მანამდე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყებოდა, რომ ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებული იყო 2 ათას კვადრატულ მეტრზე. უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის.

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის

რუსებმა უკრაინის ზაპორიჟიეს ოლქში მდებარე ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ახლომდებარე ქალაქ ენერჰოდარის მერი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, ატომურ ელექტროსადგურს ამ დრომდე ცეცხლი უკიდია. ატომურ ელექტროსადგურზე შეტევისთვის გამანათებელი ბომბის ჩაგდების ვიდეოს პრეზიდენტი ზელენსკიც ავრცელებს. „მტრის მიერ უწყვეტი დაბომბვის შედეგად, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობები, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის“ – ორლოვის განცხადებას, რომელიც მან „ტელეგრამის“ საშუალებით გააკეთა, ...

Read More »

რატომ არ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს ენერგეტიკაში?

ენერგეტიკის ექსპერტი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ სოციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ამ დღეებში რამდენჯერმე მკითხეს თუ რატომ არ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს ენერგეტიკაში, მაგალითად გაზზე უარის თქმით.ასევე როგორ ჩამოვიშოროთ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება. ცნობისთვის, მინდა გითხრათ, რომ როდესაც ამას ვწერ რუსეთიდან 600მგვტ-ზე მეტი ელექტროენერგია შემოდის (აფხაზეთის ჩათვლით და არ ვიცი რამდენი გაზი (არ არის საჯარო). ჩვენი მთავარი ელექტროენერგეტიკული ობიექტი ენგურჰესი ...

Read More »

საერთაშორისო ბაზარზე მოვაჭრეები რუსული ნავთობის ყიდვას თავს არიდებენ

რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ამის პასუხად საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისთვის მძიმე, ნეგატიური შედეგები მოჰყვა. საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე მოვაჭრეები და მსხვილი შემსყიდველები თავს არიდებენ რუსული ნავთობის შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ ის საბაზრო ფასზე გაცილებით იაფადაა ხელმისაწვდომი. ბრიტანული კვლევით ცენტრის, Energy Aspects-ის ინფორმაციით, რუსული წარმოების ნავთობის თითქმის 70% ბირჟებზე ვერ იყიდება, რადგან მისი შეძენით მოვაჭრეები არ ინტერესდებიან. ...

Read More »
„გაზპრომმა“ რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი "როსნეფტს" დაუთმო

კანადა „გაზპრომსა“ და “როსნეფტს” სანქციებს უწესებს

უკრაინაში განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კანადის ახალი სანქციები „როსნეფტს“, „გაზპრომს“ და მათ 10 ლიდერს შეეხება. „კანადის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. რუსეთის ლიდერების მიერ ჩადენილი აგრესიის ყველა აქტზე ჩვენ ვუპასუხებთ ზომებით, რათა შესუსტდეს მათი ომის წარმოების უნარი. იმის გამო, რომ უკრაინაში საშინელი მოვლენები კვლავ ვითარდება ჩვენს თვალწინ, აშკარაა, რომ გასაკეთებელია მეტია“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა ...

Read More »

ჩერნიგოვში ნავთობის საცავი დაბომბეს

ჩერნიგოვში ნავთობის საცავი იწვის. დღეს დილით, ასტრას კომბინატის ტერიტორიაზე, დაბომბვისას ჭურვი ნავთობის საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც 3000 კუბური მეტრი ტევადობის დიზელი აალდა. გარდაცვლილების და დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.

Read More »