ბორის ჯონსონი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უახლოეს ხანში გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

მისივე თქმით, სხდომაზე განიხილება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობა.

„პუტინის უგუნური ქმედებები შეიძლება, დაემუქროს ევროპის უსაფრთხოებას“,- განაცხადა ჯონსონმა.

ლიდერები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ საჭიროა რუსეთმა შეწყვიტოს თავდასხმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე და საგანგებო სიტუაციების სამსახურებს მიეცეთ საშუალება, იმუშაონ ადგილზე.

Leave a Reply