უკრაინაში განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
კანადის ახალი სანქციები „როსნეფტს“, „გაზპრომს“ და მათ 10 ლიდერს შეეხება.
„კანადის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. რუსეთის ლიდერების მიერ ჩადენილი აგრესიის ყველა აქტზე ჩვენ ვუპასუხებთ ზომებით, რათა შესუსტდეს მათი ომის წარმოების უნარი. იმის გამო, რომ უკრაინაში საშინელი მოვლენები კვლავ ვითარდება ჩვენს თვალწინ, აშკარაა, რომ გასაკეთებელია მეტია“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.
სანქციები, სავარაუდოდ, ძალაში უახლოეს დღეებში შევა.