Author Archives: admin

ყველა კრიპტოს წინააღმდეგ

ნებისმიერ ახალ ფინანსურ შესაძლებლობასა თუ ინსტრუმენტებს ყოველთვის ჰყავს კრიტიკოსი. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ პესიმისტურადაა განწყობილი, ზოგიერთი კი ლოგიკურ არგუმენტებსაც იშველიებს. გამონაკლისი არც კრიპტოა. მას შემდეგ, რაც კრიპტოსამყარო პოპულარული გახდა, განსაკუთრებით კი ბიტკოინის ფასის $20 000-მდე ავარდნისას, კრიტიკა იმატებს და იმატებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასი მანამდე უფრო დიდი პროცენტულობით იზრდებოდა (2013 წელს 13$-დან 1 100$-მდე, 6600%-ით), 2017 წელს ბიტკოინი და ზოგადად ...

Read More »

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციების მე-7 პაკეტს ამზადებს, რომელიც გაზისა და ნავთობის ფასებზე ლიმიტის დაწესებასაც განიხილავენ

Bloomberg-ის ცნობით,უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-7 პაკეტს ამზადებს, რომელზე მუშაობაც უახლოეს კვირებში დასრულდება. გამოცემა, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების მე-7 პაკეტში იგეგმება სანქციების გაფართოება და რუსული ოქროს იმპორტის შეზღუდვა. ამასთან, განიხილება ნავთობზე ფასის შეზღუდვა, თუმცა გამოცემის ცნობით, ევროკავშირი უახლოეს მომავალში მკაცრი სანქციების დაწესებას ვერ შეძლებს. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა აცხადებდა, რომ რუსული გაზი სანქციების სიაში შეეტანათ, თუმცა ქვეყნების ...

Read More »

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კლიმატ-მეგობრული ინვესტიციებისთვის გეგმა წარადგინა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) საკუთარ მონეტარულ პოლიტიკაში კლიმატის ცვლილების ინტეგრირების გეგმა წარადგინა. ECB-ის მიზანი ევროზონის ბიზნესების წაახალისებაა, რათა გარემოზე ზემოქმედებას უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ. ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ECB-ის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება „კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების უკეთ გათვალისწინებასა“ და „ევროკავშირის ნეიტრალიტეტის მიღწევის მიზნის შესაბამისად, ეკონომიკის „გამწვანების“ მხარდაჭერას“ ითვალისწინებს. ცნობისთვის, ECB-ის ამჟამინდელი $365-მილიარდიანი აქტივების შესყიდვის პორტფელით, ძირითადად „მსხვილი დამბინძურებლები“ იღებენ სარგებელს. ...

Read More »
კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს შეხვდა

გაზპრომმა ავსტრიას გაზის მიწოდება 70%-ით შეუმცირა

ბუნებრივი აირის უმსხვილესმა მწარმოებელმა რუსულმა კომპანია გაზპრომმა ავსტრიულ კომპანია OMV-ს Nord Stream-1-ის რემონტის დაწყების შემდეგ გაზის მიწოდება  70%-ით შეუმცირა. OMV-მ წარმომადგენლის თქმით, კომპანიამ რუსული გაზი 70%-ით შემცირებულად მიიღო. „გაზის საცავის ავზების შევსების შესაძლებლობა, მიწოდების შემცირების მიუხედავად, ასევე, დამოკიდებულია შესაბამის დღიურ მოხმარებაზე და დამატებით შესყიდვებზე“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.  ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაზპრომმა გაზის მიწოდება იტალიასაც შეუმცირა. ივლისის დასაწყისში, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ევროპის ქვეყნების ...

Read More »

მედიის ინფორმაციით, მოლდოვა ბუნებრივი აირისა და ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა

ცნობილი მოლდოველი ჟურნალისტის, ვალერი დემიდეცკის შეფასებით, ხელისუფლება სათაგურსა და გეოპოლიტიკური გადაწყობის ხაფანგში აღმოჩნდა, რის გამოც ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია, რაც ბუნებრივ აირსა და მომსახურების სხვა სფეროებში ფასების ზრდას უკავშირდება. მისი თქმით, იმ სქემას, რომელშიც ახლა ქვეყანა აღმოჩნდა, თავად მოლდოველები მოითხოვდნენ, კერძოდ, ევროპულ ფასებს, რასაც მოლდოვის ეკონომიკა ვერ გაუმკლავდებოდა კრედიტის გარეშე. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტმა „ტივისი 21-ის“ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა. ამასთან, მოლდოვა ...

Read More »

რუსული გაზის ალტერნატივა – საბერძნეთისა და ბულგარეთის დამაკავშირებელი გაზსადენი გაიხსნა

საბერძნეთისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ახალი ენერგეტიკული მილსადენი გახსნეს. მისი მეშვეობით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ბულგარეთს მიეწოდება. პროექტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსეთმა ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ხაზი გაუსვა ახალი მილსადენის, როგორც ალტერნატიული მიწოდების გზის მნიშვნელობას ბულგარეთისთვის. საბერძნეთი ცდილობს, რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად იქცეს. “ეს არ არის მხოლოდ გაზსადენი, არამედ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ხიდია სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის”, – განაცხადა ...

Read More »

ზელენსკიმ კანადის გადაწყვეტილებას, გერმანიისთვის ბუნებრივი აირის ტურბინის დაბრუნების შესახებ, საშიში პრეცედენტი უწოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კანადის გადაწყვეტილება გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ სახიფათო გამონაკლისია. „ახლა ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი შეეცდება არა მხოლოდ მაქსიმალურად შეზღუდოს, არამედ მთლიანად შეაჩეროს გაზის მიწოდება ევროპისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ, ეს პროვოცირებულია. ასეთ პირობებში ყოველი დათმობა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის აღიქმება, როგორც შემდგომი, უფრო ძლიერი ზეწოლის სტიმული. რა თქმა უნდა, ...

Read More »

ენერგეტიკული კრიზისის გამო გერმანიაში საზოგადოებრივი გათბობის პუნქტები გაიხსნება

გერმანიის ზოგიერთი ქალაქის ხელისუფლება ცივ სეზონზე უფასო საზოგადოებრივი გამათბობელი ადგილების გახსნას აპირებს, იუწყება rosbalt-ი გერმანულ გაზეთი Bild-ზე დაყრდნობით. გათბობის პუნქტები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ უმკლავდებიან ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეულ კომუნალური ფასების ზრდას. როგორც გერმანული გამოცემა აღნიშნავს, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტს, გერმანიაში ელექტროენერგიის ღირებულება არა მხოლოდ გაიზრდება, არამედ ფიზიკურადაც შეიძლება არ იყოს საკმარისი. ამ პრობლემასთან საბრძოლველად, ქვეყნის სულ უფრო ...

Read More »

Siemens Energy: „მილსადენის ტურბინას რუსეთი რაც შეიძლება მალე მიიღებს“

გერმანული კომპანია Siemens Energy აცხადებს, რომ კანადაში შესაკეთებლად გაგზავნილ მილსადენის ტურბინას რუსეთი რაც შეიძლება მალე მიიღებს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. „პოლიტიკური საექსპორტო გადაწყვეტილება არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ტურბინის მიწოდებისთვის. ამჟამად ჩვენი ექსპერტები ინტენსიურად მუშაობენ ყველა შემდგომ ფორმალურ დამტკიცებასა და ლოგისტიკაზე. ჩვენი მიზანია ტურბინის ექსპლუატაციის ადგილზე რაც შეიძლება სწრაფად ტრანსპორტირება“,  – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. ტურბინის გადაცემით გერმანიას ბუნებრივი აირის ...

Read More »

„ელექტრონერეგია თუ არ გვექნება, ბნელი დრო დაგიდგებათ,“ – ასლან ბჟანია დე ფაქტო მთავრობის წევრებს ემუქრება

„ელექტრონერეგია თუ არ გვექნება, ბნელი დრო დაგიდგებათ,“ – ასლან ბჟანია დე ფაქტო მთავრობის წევრებს ემუქრება „თუ დეფიციტის საკითხი არ მოგვარდება და ელექტროენერგია არ გვექნება, ყველა ჩინოვნიკს ბნელი დრო დაუდგება. თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას მეტად არასასიამოვნო გზით საკუთარ თავზე იგრძნობთ,“ – ასეთი გაფრთხილება დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიამ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის წევრებს მისცა. „აფსნიპრესის“ ცნობით, ბჟანია აფხაზეთში 2022 წლის მიზნობრივი ...

Read More »