Siemens Energy: „მილსადენის ტურბინას რუსეთი რაც შეიძლება მალე მიიღებს“

გერმანული კომპანია Siemens Energy აცხადებს, რომ კანადაში შესაკეთებლად გაგზავნილ მილსადენის ტურბინას რუსეთი რაც შეიძლება მალე მიიღებს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

„პოლიტიკური საექსპორტო გადაწყვეტილება არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ტურბინის მიწოდებისთვის. ამჟამად ჩვენი ექსპერტები ინტენსიურად მუშაობენ ყველა შემდგომ ფორმალურ დამტკიცებასა და ლოგისტიკაზე.

ჩვენი მიზანია ტურბინის ექსპლუატაციის ადგილზე რაც შეიძლება სწრაფად ტრანსპორტირება“,  – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ტურბინის გადაცემით გერმანიას ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგება, რომლის მიწოდებაც რუსეთმა ივნისში ტექნიკური შეფერხების მიზეზით შეამცირა.

უკრაინა კანადას მოუწოდებს, რომ მილსადენის შეკეთებული ნაწილი არ დააბრუნოს, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

Leave a Reply