Author Archives: admin

„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი

შვიდი უძლიერესი ინდუსტრიული სახელმწიფო გმობს რუსეთის მიერ ზაპოროჟოეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცებას და მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ობიექტზე სრული კონტროლი უკრაინას, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ZNPP-ის [ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის] ხელმძღვანელობისა და პერსონალის განმეორებით გატაცებას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყონებლივ დაუბრუნოს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი კანონიერ, სრულუფლებიან მფლობელს, უკრაინას“, – აღნიშნულია განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები არიან: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი ...

Read More »

“ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ”

დღეს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ენეგოსექტორის ის სამი მიმართულება დაასახელა, რაშიც ილჰამ ალიევი ახალ პერსპექტივას ხედავს და ამ კუთხით ინვესტირებაა დაგეგმილი. კერძოდ, აზერბაიჯანი 2027 წლისთვის ევროპაში 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს. ბუნებრივი აირის გამტარი „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენია. ამასთან, ალიევმა დღეს ღიად თქვა, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება და დამატებითი მოცულობის აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა იგეგმება „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენით. ამ ენერგოპროექტების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე, Europetime საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია ...

Read More »

კიევის მოთხოვნით, IAEA იმ ადგილებს შეამოწმებს, სადაც, რუსეთის მტკიცებით, “ბინძური ბომბი” მზადდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინის ორ ბირთვულ ობიექტზე უახლოეს დღეებში ინსპექტორებს გაგზავნის, რომ, კიევის მოთხოვნით, ამ ობიექტების ინსპექტირება მოხდეს. ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ დასახლებული ობიექტები ორგანიზაციის ინსპექტირების რეჟიმის ქვეშ იმყოფება და ინსპექტორები მათ რეგულარულად ამოწმებენ, “ერთ-ერთი მათგანის ინსპექტირება ერთი თვის წინ მოხდა”. „ერთი თვის წინ IAEA-მ ...

Read More »

SOCAR-მა ბუნებრივი აირის მოპოვება გაზარდა

როგორც SOCAR-მა ABC.AZ-ს განუცხადა, საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ ექსპლუატაციაში მყოფ საბადოებზე მოპოვებული იქნა დაახლოებით 2 მილიონი ტონა ნავთობი და 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სოკარის გაზის მოპოვება 1,3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანმა მოიპოვა 8 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი და დაახლოებით 11 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წყარო: bfm.ge

Read More »

რეზნიკოვი: ჩვენი ენერგო ობიექტები ღიაა IAEA-სთვის

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის ბირთვული ობიექტები ღიაა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, კერძოდ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის (IAEA). აღნიშნული განცხადებით, რეზნიკოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრალდებას გამოეხმაურა. „ბინძური ბომბის“ შესახებ ტყუილი, რომლის გამოყენებისთვისაც უკრაინა ვითომ ემზადება, კრემლის ჩვეული ტაქტიკის ელემენტია. რუსი კრიმინალები ცდილობენ, საკუთარ დანაშაულში, აგრესიის მსხვერპლი პრევენციულად დაადანაშაულონ. 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთი ღიად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით. მათი რაკეტები საფრთხეს უქმნის უკრაინის სხვა ...

Read More »

“ბირჟის ამოქმედების შემდეგ, არის საშიშროება რომ გარკვეული რყევები განიცადოს ფასებმა და ზრდისკენ წავიდეს”

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ისევ გადავადდა, ამჯერად გაზაფხულამდე. შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაშია ასახული, რომლის მიხედვით ბირჟის ამოქმედება 2023 წლის 1 აპრილს იგეგმება. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადებას გონივრულს უწოდებს. ის ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ენერგოკრიზისზე მიუთითებს, რამაც გაზის ფასი ევროპაში მეგავატ-საათზე 273 ევრომდე გაზარდა. „სექტემბერში რომ არ ამოქმედდა ენერგეტიკული ბირჟა ამით ქვეყანა არ დაქცეულა, არც მანამდე გამოუწვევია მის არამოქმედებას პრობლემა. მე ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 25 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნების (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ჩაჩავას, აისის და ლაშხიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

კატარმა მზის პირველი ელექტროსადგური წარადგინა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების განათებას უზრუნველყოფს

ბუნებრივი აირით მდიდარმა კატარმა, ქვეყნისთვის მზის პირველი ელექტროსადგური წარადგინა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების ინფორმაციით, უდაბნოში არსებული მზის ელექტროსადგური ჩემპიონატის მატჩებისთვის განკუთვნილ სტადიონებს სუფთა ენერგიით უზრუნველყოფს. დედაქალაქ დოჰას დასავლეთით მდებარე მზის ელექტროსადგური, კატარის ენერგეტიკის მინისტრისა და QatarEnergy-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესია. ელექტროსადგური საფრანგეთის TotalEnergies-ისა და იაპონიის Marubeni-ის პარტნიორობით 2016 წელს აშენდა, რაც კატარის ინიციატივის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას – ...

Read More »

გერმანიას ზამთრისთვის საკმარისი ენერგორესურსები აქვს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანია მომავალი ზამთრისთვის უკეთ მომზადებული იქნება, რადგან ქვეყანას უფრო მეტი გაზის რესურსი აქვს. „გაზის რეზერვების მოცულობით, ჩვენ ნამდვილად უკეთესი პოზიცია გვექნება“, – აღნიშნა ჰაბეკმა. მისივე თქმით, გერმანიისთვის ახლა უფრო მეტად პრობლემატური ელექტროენერგიაა. „ელექტროენერგიის მიწოდების მთავარი პრობლემა საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის უკმარისობაა. გერმანია მზადაა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ატომური ელექტროსადგურები გამოიყენოს“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 26 ოქტომბერს თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 26 ოქტომბერს 09:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად ...

Read More »