SOCAR-მა ბუნებრივი აირის მოპოვება გაზარდა

როგორც SOCAR-მა ABC.AZ-ს განუცხადა, საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ ექსპლუატაციაში მყოფ საბადოებზე მოპოვებული იქნა დაახლოებით 2 მილიონი ტონა ნავთობი და 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი.

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სოკარის გაზის მოპოვება 1,3%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანმა მოიპოვა 8 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი და დაახლოებით 11 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply