Author Archives: admin

აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა – თურქული ანალიტიკური ცენტრი

აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორის, ცენტრის ექსპერტის ემრაჰ კაიას თქმით, მარშრუტები, რომლითაც ევროპა ცენტრალურ აზიას უკავშირდება, ძალიან შეზღუდულია. „ამ დროისთვის, შუა დერეფანი გთავაზობთ უმოკლეს და იაფად მგზავრობის მარშრუტს ევროპისკენ. გეოპოლიტიკური პოზიციისა და ენერგეტიკული რესურსების თვალსაზრისით აზერბაიჯანს დიდი მნიშვნელობა ...

Read More »

უკრაინის ყველა ოლქში ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვები მოქმედებს

4 იანვარს უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ განაცხადა, რომ ქვეყანაში  ცივი ამინდისა და ზამთრის არდადეგების შემდეგ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. უკრენერგოს ცნობით, ენერგეტიკული სისტემის ბალანსის შესანარჩუნებლად, უკრაინის ყველა ოლქში შეზღუდვები მოქმედებს. Ukrenergo-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. „უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის მიერ 11 სარაკეტო და 14 თვითმფრინავის თავდასხმა განხორციელდა. ელექტროგადამცემი ქსელების ...

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

“ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის სიმძლავრე გაორმაგდება”

თურქეთმა ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენი [TANAP] აზერბაიჯანთან ერთად შექმნა. ჩვენც და აზერბაიჯანული მხარეც მუშაობას განვაგრძობთ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. „TANAP-ის სიმძლავრე გაორმაგდება“, – თქვა კალინმა. მისი თქმით, რაც მთავარია, თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა. „ეს რეზერვი თურქეთს ენერგეტიკული ბაზრის სრულიად განსხვავებულ დონეზე გადაიყვანს“, – აღნიშნა კალინმა.

Read More »

რუსეთიდან გაზის სატრანსპორტო კონტეინერების უმსხვილესი მწარმოებელი გადის

გაზის საზღვაო-სატრანსპორტო კონტეინერების ლიდერმა მწარმოებელმა, ფრანგულმა საინჟინრო კომპანია Gaztransport & Technigaz-მა (GTT) რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ევროპული სანქციების მერვე და მეცხრე პაკეტების სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, რომელიც რუსული კომპანიების საინჟინრო მომსახურებას კრძალავს, ჯგუფი რუსეთში თავის საქმიანობას წყვეტს,“ – ნათქვამია განცხადებაში. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ 8 იანვარს GTT შეწყვეტს ხელშეკრულებას გემთმშენებელ კომპლექს „ზვეზდასთან,“ რომელიც ...

Read More »

ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ აზერბაიჯანიდან გაზის ნაკადის გასაზრდელად პროექტი მოამზადა

აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული ყველა პროექტის მსგავსად, ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გაფართოების პროექტიც რეალობად იქცევა. ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ მოამზადა აზერბაიჯანული „ლურჯი“ საწვავის მიწოდების გაზრდის კონკრეტული პროექტი და მის წარდგენას 3 თებერვალს ბაქოში აპირებს. ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სოფიაში თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ფატიჰ დონმეზის მიღებისას განაცხადა. „ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს მინიმალური თანხებით და დაუყოვნებლივ დაიწყოს ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის გადატანა ...

Read More »

რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. როგორც ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი აცხადებს, რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია ერთი ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი ასევე ჩაირთო დონეცკის, ხარკოვის, პოლტავსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

Read More »

დღეს თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

4 იანვარს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვახტანგ ლეჟავას, კეკელიძის (ნაწილობრივ) და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Read More »
ქვესადგურის "ხორგა" და ელექტროგადამცემი ხაზების "ხორგა 1,2" მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თურქეთი და ჩინეთი უზბეკეთში ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს ააშენებენ

თურქეთისა და ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიები უზბეკეთის ეროვნული ელექტრო ქსელის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულები გახდნენ. კომპანიები ქალაქ ტაშკენტსა და სირდარიას რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელებს ააშენებენ. ტენდერების შედეგების მიხედვით, თურქული კომპანია „Şa-ra Enerji Inşaat Ticaret ve Sanayi A.Ş“ 220 კვ ძაბვის გადამცემ ხაზს (213 კილომეტრის სიგრძით 31,89 მილიონი აშშ დოლარი) ააშენებს. ჩინური კომპანია “Xian Electric Engineering Co., Ltd.” დამონტაჟებს 72 კმ ...

Read More »

შვედეთის პრემიერ-მინისტრი: შვედეთმა სულ მცირე ორი ატომური რეაქტორი უნდა იყიდოს

ასეთი განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის წინ პრესასთან გააკეთა. საფრანგეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც აწარმოებენ ბირთვულ რეაქტორებს. შვედეთსა და საფრანგეთს მომავალში უფრო ღრმა თანამშრომლობა უნდა ჰქონდეთ ბირთვული ენერგიის საკითხებში. „შვედეთმა უნდა იყიდოს მინიმუმ ორი ატომური რეაქტორი და მე სრულად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საფრანგეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც  შვედეთს მეტი ბირთვული ენერგიის მიღების ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში

2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, პუტინის ფსონმა არ გაამართლა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პირად ბლოგში წერს, რომ, ვლადიმერ პუტინის პროგნოზით, ევროკავშირის დიდი დამოკიდებულება რუსული წიაღისეული ენერგორესურსების, კერძოდ, გაზის იმპორტზე, საშუალებას მისცემდა, გაეყო ევროკავშირი. ბორელის განცხადებით, არსებული გრძელვადიანი კონტრაქტებით გაზის მიწოდების შეზღუდვით, რუსეთმა ევროკავშირის შანტაჟი ...

Read More »