უკრაინის ყველა ოლქში ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვები მოქმედებს

4 იანვარს უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ განაცხადა, რომ ქვეყანაში  ცივი ამინდისა და ზამთრის არდადეგების შემდეგ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა.

უკრენერგოს ცნობით, ენერგეტიკული სისტემის ბალანსის შესანარჩუნებლად, უკრაინის ყველა ოლქში შეზღუდვები მოქმედებს.

Ukrenergo-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

„უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის მიერ 11 სარაკეტო და 14 თვითმფრინავის თავდასხმა განხორციელდა. ელექტროგადამცემი ქსელების დაზიანება რთული და მასშტაბურია. მათი აღდგენა კვლავ მნიშვნელოვან რესურსებსა და დროს მოითხოვს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Leave a Reply