დღეს თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

4 იანვარს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვახტანგ ლეჟავას, კეკელიძის (ნაწილობრივ) და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply