Author Archives: admin

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,3 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,3 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 420,887 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა 3,26 მილიონი ბარელით  და შეადგინა  225,065 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 0,4  მილიონი  ბარელით  და შეადგინა  129,331 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა ...

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი – აშშ იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ენერგორესურსების საკითხს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად ან იარაღად არ გამოიყენებს

აშშ იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ენერგორესურსების საკითხს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად ან იარაღად არ გამოიყენებს, იმის გათვალისწინებით, რომ მალე ზამთარი დადგება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვს ასეთი რამ წარსულში უკვე გაუკეთებია. ამასთან, სახელმწიფო მდივანი დარწმუნებულია, რომ ენერგოპრობლემებთან გასამკლავებლად ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას დაიწყებენ.

Read More »

McDonald’s-ი 2050 წლისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის სისტემაზე გადავა

McDonald’s Corp-მა ორშაბათს 2050 წლისათვის სასათბურე აირების გამოყოფის სრულად შეწყვეტა დააანონსა. კომპანია ამ დროისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის სისტემას მის ყველა პროდუქტზე გაავრცელებს – დაწყებული ძროხის ხორცით მათ ბურგერებში, რესტორნის ნათურებით დამთავრებული. გარდა ამისა, რესტორნების ქსელმა აღნიშნა, რომ საკუთარი კლიმატური მიზნების დასახვეწად ამჟამად აქტიურად მუშაობს Science based Target initiative-თან. როგორც ჩანს, კომპანია მიზნად ისახავს 2030 წლისათვის დაახლოებით მესამედით შეამციროს გამონაბოლქვი მის მომწოდებელ ...

Read More »

“ეკოთაობა საქართველო” კომპანიების ჩართულობით თბილისის გამწვანებაზე იზრუნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოთაობა საქართველო”, კერძო კომპანიების ჩართულობით, თბილისის გამწვანებაზე იზრუნებს. როგორც “ეკოთაობა საქართველოს” თავმჯდომარემ თამარ გაგოშაშვილმა “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა, ამ ეტაპზე 22-მა კომპანიამ გამოთქვა დაინტერესება. თუმცა, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება კიდევ მიმდინარეობს. მისი თქმით, გამწვანების პროცესი ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. ლოკაციებს თბილისის მერია გამოყოფს. “ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, ქალაქის გამწვანებაში თავისი წვლილი შეიტანოს. გარდა ამისა, ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ პროცესში კერძო სექტორის წარმომადგენლები ...

Read More »

ნოვაკმა შეაფასა ნავთობის მარაგები მსოფლიოში

გასული წელიწადნახევრის განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის მარაგი შემცირდა 364 მილიონი ბარელით, რუსეთის ვიცე -პრემიერის ალექსანდრე ნოვაკის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “დღეს ისინი 130 მილიონით დაბალია ხუთწლიან საშუალოზე. ეს კარგია ბაზრისთვის, ეს ნიშნავს, რომ ის დაბალანსებულია”,- განაცხადა ნოვაკმა. ვიცე პრემიერ -მინისტრმა აღნიშნა, რომ OPEC + ალიანსი გააგრძელებს მოვლენების მონიტორინგს და დასძინა, რომ ნავთობის ფასების ზრდა ობიექტურად ასახავს სიტუაციას. ”ჩვენი აზრით,  აგვისტოს დღევანდელი მდგომარეობით მოთხოვნილების მცირე ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

აფხაზეთის ენერგოსისტემა რუსული ინვესტიციის იმედად

ენერგოკრიზისი ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და განხილვის საგანია. ელექტროენერგიის დეფიციტი, მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა თუ ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხები ადგილობრივი საზოგადოებისა თუ მედიის მსჯელობის საგანი ხშირად ხდება. თუმცა ყურადღების მიღმა რჩება ამ პრობლემების საფუძვლები – მათი გამომწვევი მიზეზები და სამომავლო პერსპექტივები, რომლებიც თავის მხრივ პესიმისტურია. აფხაზეთის ენერგოსისტემა ძირითადად, ელექტროენერგიაზეა აგებული. რეგიონში ომამდე ენგურჰესის, სოხუმის ჰესისა და ტყვარჩელის თბოსადგურის ...

Read More »

ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება უკრაინისა და ევროპისთვის საფრთხეების მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება უკრაინისა და ევროპისთვის საფრთხეების მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის დროს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება უკრაინისა და ევროპისთვის საფრთხეების მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი მიიღოს, რომელიც უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური?

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სემეკი წელს სამომხმარებლო ტარიფს გადახედავს. ნარმანიას თქმით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობის იურიდიულ დონეზე გაყოფაა, რის შედეგადაც დღეს თბილისში ელექტროენერგიას მოსახლეობას “თელასის” ნაცვლად, კომპანია “თელმიკო” აწვის, რეგიონებს კი “ენერგო-პრო ჯორჯიას” ნაცვლად – “ეპი ჯორჯია”. სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტარიფის არსებითი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან მოქმედ ტარიფში უკვე ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად შემცირდა

ოქტომბრის თვეში პირველად, ევროპაში გაზის ფასმა მცირედით იკლო და 1000 კუბურ მეტრზე 973 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. ერთი დღით ადრე, ევროპაში გაზის ფასმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 1000 კუბურ მეტრზე 1,230 აშშ დოლარს მიაღწია. ევროპული ქვეყნების მთავრობებს უჭირთ რეაგირება მოახდინონ გაზის ფასების დრამატულ ცვლილებაზე, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციას და ძირს უთხრის პოსტ-პანდემიურ აღდგენას. კრიზისი ასევე საფრთხეს უქმნის ევროპელი პოლიტიკოსების გეგმებს, ბლოკი მწვანე ენერგიის მიმართულებით ...

Read More »

საწვავის გაძვირების მორიგი და ხანგრძლივი ეტაპი დაიწყო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. „ბრენტის“ ტიპის საწვავის ღირებულებამ 83-დოლარიან ნიშნულზე მივიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ორშაბათს, ნავთობმომპოვებელი ქვეყნების გაფართოებულმა ალიანსმა „ოპეკი პლუსმა“ ნავთობის მოპოვების სწრაფ ზრდაზე უარი განაცხადა და უპირატესობა ეტაპობრივ მატებას მიანიჭა. ეს ნიშნავს უახლოეს პერიოდში ნავთობი არ გაიაფდება. შავი ოქროს გაძვირება გაზის დეფიციტთან ერთად დაიწყო და მომხმარებელი ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ რუსეთი, საუდის არაბეთი და სხვა მსხვილი ...

Read More »