აშშ იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ენერგორესურსების საკითხს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად ან იარაღად არ გამოიყენებს, იმის გათვალისწინებით, რომ მალე ზამთარი დადგება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვს ასეთი რამ წარსულში უკვე გაუკეთებია.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი დარწმუნებულია, რომ ენერგოპრობლემებთან გასამკლავებლად ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას დაიწყებენ.