ოქტომბრის თვეში პირველად, ევროპაში გაზის ფასმა მცირედით იკლო და 1000 კუბურ მეტრზე 973 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა.
ერთი დღით ადრე, ევროპაში გაზის ფასმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 1000 კუბურ მეტრზე 1,230 აშშ დოლარს მიაღწია.
ევროპული ქვეყნების მთავრობებს უჭირთ რეაგირება მოახდინონ გაზის ფასების დრამატულ ცვლილებაზე, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციას და ძირს უთხრის პოსტ-პანდემიურ აღდგენას.
კრიზისი ასევე საფრთხეს უქმნის ევროპელი პოლიტიკოსების გეგმებს, ბლოკი მწვანე ენერგიის მიმართულებით წაიყვანოს. ქვეყნების ნაწილისთვის ერთი შესაძლო გამოსავალი რუსეთიდან მეტი გაზის შემოტანაა.
ევროკომისია მომავალ კვირას გამოაქვეყნებს ზომების ერთობლიობას მთავრობებისთვის ფასების ცვლილების გავლენის შესამცირებლად.