გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,3 მილიონი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 420,887 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 3,26 მილიონი ბარელით და შეადგინა 225,065 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 0,4 მილიონი ბარელით და შეადგინა 129,331 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი ბარელით და შეადგინა 11,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.