„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება უკრაინისა და ევროპისთვის საფრთხეების მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის დროს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება უკრაინისა და ევროპისთვის საფრთხეების მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი მიიღოს, რომელიც უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.