Author Archives: admin

ევროპა თუ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს – მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მედვედევის თქმით, თუ ევროპა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთი, მარტივად უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს. განცხადება გაკეთდა კრემლშიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ. „ჩვენ მათთან არასაბაზრო პრინციპებით ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორი ინსპექტორი მუდმივად დარჩება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორი ინსპექტორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ​საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორები​ ამჟამად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებიან და იქ არსებულ სიტუაციას აფასებენ. შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. აგვისტოს დასაწყისიდან მოსკოვი და კიევი სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Read More »

„ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“ – პესკოვი რუსული გაზის ზედა ზღვრის დაწესებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვი, მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ. „ჩვენ მათთან არასაბაზრო პრინციპებით არ ვითანამშრომლებთ. ერთი რამის დარწმუნებით თქმა შეიძლება – ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა პესკოვმა. წყარო: pia.ge

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „მტკიცედ მჯერა, რომ მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების დრო არის ახლა. გაზის ფასზე ლიმიტი შეიძლება შემოთავაზებული იყოს ევროპულ დონეზე და ასევე არსებობს სამართლებრივი საფუძველი ევროპულ დონეზე მოგების დროებით შესაჩერებლად, როგორც საგანგებო ზომა არსებული კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია

IAEA-ს ხელმძღვანელი, რომელმაც ხუთშაბათს რამდენიმე საათი გაატარა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, პირველ შეფასებებს აკეთებს. მისი თქმით, ცხადია, რომ რამდენჯერმე დაირღვა ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა. „ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – განუცხადა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს, როდესაც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბრუნდებოდა. „ჩვენ არსად მივდივართ. ინსპექტორები იქ დარჩებიან”, – განაცხადა გროსიმ. მისი თქმით, ექსპერტები უზრუნველყოფენ მიუკერძოებელ, ნეიტრალურ, ტექნიკურად გამართულ შეფასებას იმის შესახებ, თუ რა ხდება ZNPP-ზე. „პრობლემა, ...

Read More »

ისრაელმა ბუნებრივი აირის წარმოება 22%-ით გაზარდა და ევროპაში მიწოდების გაზრდასაც გეგმავს

ისრაელის ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ისრაელში ბუნებრივი აირის მოპოვება 22%-ით გაიზარდა და 10,85 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. მთლიანი წარმოების უდიდესი ნაწილი მოდიოდა “თამარისა” და “ლევიათანის” საბადოებზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. გაზის ექსპორტი ისრაელის მეზობელ ქვეყნებში წლის პირველ ნახევარში 35%-ით გაიზარდა და 4,59 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ივნისში ისრაელმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ეგვიპტესთან და ...

Read More »

ენერგობაზრის მონაწილეები ბირჟაზე გასასვლელად მზად არიან – პრობლემა გეოპოლიტიკური ვითარებაა

ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა GBC-სთან საუბრისას ბირჟის ამოქმედების გადავადებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის მიერაა მიღებული შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. მისივე თქმით, თავად ბირჟა და ბაზრის მოთამაშეები სრულად არიან მზად საბირჟო პრინციპებზე გადასასვლელად.  ირინა მილორავას განცხადებით, თუ გადავადებების წინა შემთხვევები მონაწილეთა მზადყოფნის საკითხებს უკავშირდებოდა, დღეს ამ მხრივ პრობლემა აღმოფხვრილია. მისი თქმით, გადადების მიზეზი რეგიონიში შექმნილი ვითარება და გამოწვევებია. ენერგეტიკული ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად ყოფნას ვაპირებთ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნას განაგრძობენ. „არსად მივდივართ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ახლა ელექტროსადგურზეა. იქ დარჩენას აპირებს. ჩვენ აქ მუდმივად ყოფნას ვაპირებთ“, – აღნიშნა რაფაელ გროსიმ.

Read More »

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. როგორც ცნობილია, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს ფოთლოვანი ხის ქვედა საფარს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

Read More »

ბორის ჯონსონი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი იქნება ის, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკულ იმპორტზე შემცირდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი იქნება ის, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკულ იმპორტზე შემცირდება. „რაღაც დადებითი გამოვა ამ კატასტროფიდან, პუტინის ომიდან, რადგან ევროპა უარს იტყვის რუსულ ნახშირწყალბადებზე. ჩვენ აღარ ვიქნებით დაუცველები შანტაჟის მიმართ და ჩვენ საგრძნობლად დავაჩქარებთ დიდი ხნის დაგვიანებულ რეფორმებს და სვლას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ, კერძოდ, ჩვენი ატომური მრეწველობისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებით“, – აღნიშნა ...

Read More »