ისრაელმა ბუნებრივი აირის წარმოება 22%-ით გაზარდა და ევროპაში მიწოდების გაზრდასაც გეგმავს

ისრაელის ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ისრაელში ბუნებრივი აირის მოპოვება 22%-ით გაიზარდა და 10,85 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

მთლიანი წარმოების უდიდესი ნაწილი მოდიოდა “თამარისა” და “ლევიათანის” საბადოებზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

გაზის ექსპორტი ისრაელის მეზობელ ქვეყნებში წლის პირველ ნახევარში 35%-ით გაიზარდა და 4,59 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ისრაელმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ეგვიპტესთან და ევროკავშირთან, რომელიც მიზნად ისახავს ბუებრივი აირის წარმოებისა და ექსპორტის ზრდას. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, ეგვიპტეს  მიეწოდება ისრაელის გაზი, რომელის რეექსპორტი შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში მოხდება.

თავდაპირველად, ისრაელიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება უმნიშვნელო იქნება, თუმცა თანამშრომლობას აქვს პოტენციალი, რომ გაიზარდოს წარმოების გაზრდის ხარჯზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ მომპოვვებელ კომპანიების მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი როიალტი წლის პირველ ნახევარში 1,5-ჯერ გაიზარდა და 829 მილიონი შეკელი (253 მილიონი დოლარი) შეადგინა.

Leave a Reply