Author Archives: admin

„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს – CO-თი ხალხი მაინც იწამლება. სად არის გამოსავალი?

სახლის გათბობისა და წყლის გამაცხელებლად დღემდე ბევრი ადამიანი იყენებს გაზის „მკვლელ მოწყობილობებს“. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არის შემთხვევები, როცა გაზის ქსელიდან ჩაჭრილ მოწყობილობებს მოქალაქეები თვითნებურად აერთებენ, რის გამოც ხალხი იწამლება და განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ლეტალური შედეგები შეიძლება გახშირდეს. მართალია, ,,თბილისი ენერჯის“ ტექნიკური სამსახური ირწმუნება, რომ უსაფრთხოების მიმართულებით ზომები გამკაცრებულია, ამას ადასტურებს ენერგოომბუდსმენიც, თუმცა სპეციალისტების ნაწილი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ისინი ამბობენ, რომ კომპანიასა ...

Read More »

ბიტკოინის მაინერებმა 2021 წელს $15 მილიარდი გამოიმუშავეს

The Block Research-ის ანგარიშის თანახმად, ყველაზე პოპულარული ციფრული აქტივის, ბიტკოინის მაინერებმა 2021 წელს 15 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. The Block Crypto-ს ცნობით, მაინინგიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს გასულ წელთან შედარებით 206%-ით გაიზარდა. „აღსანიშნავია, რომ მაინინგ კომპანიები  დაგროვილი ციფრული აქტივების ნაწილს ყიდიან, ხოლო მათ მიერ მოპოვებული მონეტების ნაწილს ინახავენ“, – წერს გამოცემა. ხსენებული ანგარიშის თანახმად,  მაინინგის სავარაუდო შემოსავალმა პიკს  მარტში მიაღწია, როდესაც მაინერებმა  დაახლოებით ...

Read More »

რუსეთის პრეზიდენტი ევროპაში გაზის გაძვირებას გერმანიას აბრალებს

ხუთშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ გერმანია რუსული გაზის პოლონეთისთვის და უკრაინისთვის გადაყიდვას ეწეოდა იმის ნაცვლად, რომ ევროპის გადახურებულ ბაზარს დახმარებოდა. მან იქვე დაამატა, რომ ევროპის გაზის ფასის კრიზისის გამო, მოსკოვი არ უნდა დაადანაშაულონ. ამ კვირაში, გაზის მიმდინარე ევროპულმა ფასებმა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. რუსეთის განმარტებით, “იამალის” მილსადენმა, რომელიც რუსულ გაზს, ჩვეულებრივ გერმანიაში სახლების გასათბობად და ელექტრო გენერაციისთვის ...

Read More »

გერმანიაში შვიდი ენერგეტიკული კომპანია მუშაობას წყვეტს

გერმანიაში, ბუნებრივი აირის გაძვირების გამო, შვიდმა ენერგეტიკულმა კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა და ნაწილობრივ გაკოტრდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ელექტროენერგიის მიმწოდებელი Stromio ამ სიაში მეშვიდე კომპანია გახდა. მიწოდების შეწყვეტა ბაზრებზე გაზის მაღალ ფასებს უკავშირდება. ფედერალური ქსელის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 38-მა ენერგოკომპანიამ გამოაცხადა მიწოდების დასრულება, მათგან 12-მა უკვე შეწყვიტა მუშაობა, დანარჩენები 31 დეკემბრისთვის გეგმავენ საქმიანობის დასრულებას. გერმანიაში მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ...

Read More »

ევროკომისია აირებისა და ბირთვულ საინვესტიციო წესებს წარადგენს

ევროკომისია, მომავალი წლის დასაწყისისთვის, გეგმის წარდგენას აანონსებს, რომელიც აირსა და ბირთვულ ენერგიას, ევროკავშირის მწვანე ფინანსური პოლიტიკის ფარგლებში, კლიმატისთვის მეგობრულ ინვესტირებად განიხილავს. განხილვისას გადაწყდება, შეიტანენ თუ არა ბირთვულ და ბუნებრივ აირს ორგანიზაციის „მდგრად ფინანსურ ტაქსონომიაში“ – ერთგვარ ინსტრუქციაში, რომელიც შეზღუდავს კლიმატისთვის ხელსაყრელი ინვესტიციებისთვის სტატუსის მიმნიჭებელ აქტივობებს. წესდების შესახებ წინადადების წარდგენამდე, ევროკომისიამ ის ჯერ წევრ სახელმწიფოებს და ექსპერტ მრჩეველთა ჯგუფს უნდა წარუდგინოს, ...

Read More »

ვენესუელის პრეზიდენტი ირანში ნავთობის მოპოვების თანამშრომლობის განხილვას გეგმავს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ის მალე ეწვევა ირანს, რათა დადოს ახალი შეთანხმებები ნავთობის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ აშშ-ის სანქციების პირობებში. აღნიშნულის თაობაზე “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა” კავშირი იუწყება. “ძალიან მალე მივდივარ თეირანში ვიზიტით, რომელიც შემომთავაზა პრეზიდენტმა რაისმა, რათა შევხვდეთ პირადად, გავმართოთ მოლაპარაკებები და ხელი მოვაწეროთ ახალ შეთანხმებებს თანამშრომლობის პროცესების დასაჩქარებლად”, – თქვა მადურომ. მადურომ აღნიშნა, რომ მას ორი სატელეფონო საუბარი ...

Read More »

როგორ და რატომ ზეიმობენ „ენჯეოშნიკები” ქვეყნიდან ინვესტორის გაგდებას?

გინახავთ, მტრის დამარცხება და გამარჯვებას როგორ ხვდებიან? აქამდე მეც არ მქონდა ნანახი, მაგრამ ვნახე…. ანტიჰესელებმა “ენკაზე” გამარჯვების აღსანიშნავად „საზეიმო მიღება” მოაწყვეს. ობიექტურობისთის უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრას ოფიციალურად „საზეიმო მიღება” კი არა, ნამახვანჰესის ექვსთვიანი მედიაციის შეჯაება ერქვა. შესაბამისად, დამსწრეთა უმეტესობა ანტიჰესელი იყო, აქედან ზოგი „მწვანე” გახლდათ და ზოგიც – მწვანე ექსპერტი, ან იურისტი. შეხვედრის პათოსი თავიდანვე იგრძნობოდა – დამსწრე საზოგადოების ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა

ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი საწარმოს თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. დავით თვალაბეიშვილს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე ეკავა და ენერგეტიკის სექტორს კურირებდა. ნათია თურნავას განცხადებით, 2022 წელი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიცაა „ესკო“. მისი თქმით, კომპანიამ უნდა შეასრულოს ...

Read More »

თურნავა: დასავლეთ საქართველოში 50 მგვტ-იანი ქარის სადგური აშენდება

დასავლეთ საქართველოში 50 მგვტ-იანი ქარის სადგური აშენდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. “მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევა ახლდა თან ენერგეტიკულ პროექტებს, 2021 წელი იყო საკმაოდ წარმატებული მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტებისთვის, 40-მდე ახალი მემორანდუმი გამფორმდა უკვე კვლევაზე, შესწავლაზე და შემდეგომ უკვე მშენებლობაზე, დაახლოებით, 500-1000 მგვტ დადგმული სიმძლავრის ადგილობრივი ქართული გენერაციის ობიექტების შესწავლა დაიწყო ...

Read More »

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე საქართველოში განახლებადი ენერგიის პოტენციალსა და მისი ათვისების გამოწვევებზე ისაუბრეს

2021 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის გამგეობის თავჯდომარის გიორგი აბრამიშვილის მოხსენება „საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალი და მისი ათვისების გამოწვევები“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც, რაც წლიდან წლამდე ზრდის დამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე და რაც საბოლოო ჯამში, გარდა ფინანსური რისკებისა, იწვევს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის რისკებს. ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ...

Read More »