ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ის მალე ეწვევა ირანს, რათა დადოს ახალი შეთანხმებები ნავთობის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ აშშ-ის სანქციების პირობებში. აღნიშნულის თაობაზე “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა” კავშირი იუწყება.
“ძალიან მალე მივდივარ თეირანში ვიზიტით, რომელიც შემომთავაზა პრეზიდენტმა რაისმა, რათა შევხვდეთ პირადად, გავმართოთ მოლაპარაკებები და ხელი მოვაწეროთ ახალ შეთანხმებებს თანამშრომლობის პროცესების დასაჩქარებლად”, – თქვა მადურომ.
მადურომ აღნიშნა, რომ მას ორი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანის პრეზიდენტთან და დასძინა, რომ ისინი შეთანხმდნენ ახალ გეგმებზე მუშაობაზე. მას დეტალები და ვიზიტის თარიღი არ დაუსახელებია.
მადუროს მთავრობამ ირანიდან მიიღო აღჭურვილობა სანავთობო მრეწველობისთვი, სანაცვლოდ კი თეირანმა ნედლი ნავთობი მიიღო.
ინტერვიუში მადურომ ასევე განაცხადა, რომ 2022 წელს ვენესუელა არაბულ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებას შეეცდება. „ჩვენ ვუყვარვართ არაბულ სამყაროში, მე ვიცი, რომ არაბულ მთავრობებსა და ხალხს უყვართ ვენესუელა“, – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა.