გერმანიაში, ბუნებრივი აირის გაძვირების გამო, შვიდმა ენერგეტიკულმა კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა და ნაწილობრივ გაკოტრდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება.
ელექტროენერგიის მიმწოდებელი Stromio ამ სიაში მეშვიდე კომპანია გახდა. მიწოდების შეწყვეტა ბაზრებზე გაზის მაღალ ფასებს უკავშირდება.
ფედერალური ქსელის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 38-მა ენერგოკომპანიამ გამოაცხადა მიწოდების დასრულება, მათგან 12-მა უკვე შეწყვიტა მუშაობა, დანარჩენები 31 დეკემბრისთვის გეგმავენ საქმიანობის დასრულებას.
გერმანიაში მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი 2021 წელს, საშუალოდ, 18,4%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის ღირებულება – 46,6%-ით.