Author Archives: admin

ქალაქში QARI-ს ახალი მიკროელექტრო მანქანები გამოჩნდა

ქალაქში Qari-ს ახალი მიკროელექტრო მანქანები გამოჩნდა. “დღეიდან ჩვენი ახალი მიკრო–ელექტრო მანქანები სატესტო რეჟიმში გაეშვა” – წერს კომპანია Qari Electric-ი სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე მანქანები მხოლოდ თბილისში იმოძრავებენ. შეგახსენებთ, რომ Qari Electric-ის ელექტრომოპედების გაზიარების სერვისია. ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა უკრაინის ბაზარზე Qari Electric-ის შეტანაც. კომპანიას ლიცენზია უკვე მოპოვებული ქონდა და ელექტრომოპედების გაზიარების სერვისის გაშვებას მიმდინარე წელს გეგმავდა.

Read More »

კოლუმბია მზადაა გაზარდოს დასავლეთისთვის ენერგორესურსების მიწოდება რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად

კოლუმბია მზადაა, შეასრულოს ცენტრალური როლი დასავლეთის ქვეყნების ენერგორესურსებით მომარაგებაში, – ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ CNN-ს განუცხადა. „ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა ზუსტად იციან, რომ ვეღარ დაეყრდნონ რუსეთიდან ენერგორესურსების მოწოდებას. შეუძლია თუ არა კოლუმბიას წვლილი შეიტანოს საკითხის გადაწყვეტაში? პასუხი არის დიახ,” – აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ჩამოთვალა სამი სფერო, სადაც კოლუმბია მზად იქნება გაზარდოს წარმოება: ნავთობისა და გაზის ტრადიციული მოპოვება, განახლებადი ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 14 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ...

Read More »

გერმანია გაჩერებულ ატომურ ელექტროსადგურებს აღარ აამუშავებას

ენერგოკრიზისის მიუხედავად, მაშინ როცა მთელი ევროპა რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს, გერმანია გაჩერებული ატომური ელექტროსადგურების ხელახლა ამუშავებას არ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიაში დაფუძნებულ ენერგეტიკული კომპანია EON-ის აღმასრულებელ დირექტორ ლეო ბინრნაბაუმის განცხადებაზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს. გერმანიამ ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე უარი 2011 წლის ფუკუშიმას ტრაგედიის შემდეგ განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ცუნამის საფრთხე არც ჩრდილოეთის ზღვიდან და არც ბალტიის ზღვიდან არ მომდინარეობს, ...

Read More »

შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება -საქართველო“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება -საქართველო“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფციაზე, საწყის ფაზაში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მიმდინარე ეტაპზე, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია საჭიროებები და მომზადებულია ტექნიკური დავალება. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი ...

Read More »

რუსეთი მზადაა, “მეგობარ ქვეყნებს” ნავთობი და ნავთობპროდუქტები ნებისმიერ ფასად მიყიდოს

რუსული ნავთობის შესყიდვის შესაძლო აკრძალვის გამო, ფასების შესაძლო დონის კომენტირებისას შულგინოვმა აღნიშნა, რომ ახლა რთულია პროგნოზირება, “განსაკუთრებით დასავლელი პოლიტიკოსების არაკონსტრუქციული ქცევის გათვალისწინებით ამ სიტუაციასთან დაკავშირებით”. “ვფიქრობ, რომ ყველა საერთაშორისო კომპანია, რომლებიც პროგნოზებზე მუშაობს, ზოგადად გადახედავს მათ, რადგან ისინი სხვა წინაპირობების საფუძველზე გაკეთდა. გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ცვლილება მანამდე არავის გაუთვალისწინებია. ნავთობის ფასი ბარელზე 80-150 აშშ დოლარის ფარგლებში პრინციპში შესაძლებელია, მაგრამ ...

Read More »

ბიტკოინის ფასი $40,000-ს კვლავ ასცდა

ბიტკოინის კურსი გაიზარდა და $40,000-ს კვლავ გადასცდა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტო ბაზრისთვის გასულ კვირები არასტაბილური პერიოდი იყო, რადგან აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ინფლაციასთან და გეოპოლიტიკურ არეულობასთან გასამკლავებლად, განაკვეთების ზრდა დაიწყო. დღეს გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ძირითადი ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

უმსხვილესი ნავთობტრეიდერი Vitol რუსული ნავთობით ვაჭრობას შეწყვეტს

შვეიცარულ-ჰოლანდიური უმსხვილესი კერძო ნავთობტრეიდერი, Vitol Group რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას წლის ბოლომდე შეწყვეტს. ამის შესახებ Bloomberg-ი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს წყარო ამბობს, რომ Vitol-ის მიერ გადამუშავებული რუსული ნავთობის მოცულობა მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან მცირდება მიმდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებებიც. კომპანია აპირებს, შეწყვიტოს ნედლი ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა და მოელის, რომ ეს 2022 წლის ბოლომდე მოხდება. Vitol Group 1966 წელს ...

Read More »

შვეიცარიამ რუსეთიდან ნახშირის იმპორტი აკრძალა

შვეიცარიამ რუსეთიდან ნახშირის, ხე-ტყისა და არყის იმპორტი აკრძალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს ოკუპანტი ქვეყნისადმი დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 13 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104,64  (+  6,16)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100,60  (+  6,31)  დოლარი/ბარელზე.

Read More »