ქალაქში Qari-ს ახალი მიკროელექტრო მანქანები გამოჩნდა.
“დღეიდან ჩვენი ახალი მიკრო–ელექტრო მანქანები სატესტო რეჟიმში გაეშვა” – წერს კომპანია Qari Electric-ი სოციალურ ქსელში.
როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე მანქანები მხოლოდ თბილისში იმოძრავებენ.
შეგახსენებთ, რომ Qari Electric-ის ელექტრომოპედების გაზიარების სერვისია.
ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა უკრაინის ბაზარზე Qari Electric-ის შეტანაც. კომპანიას ლიცენზია უკვე მოპოვებული ქონდა და ელექტრომოპედების გაზიარების სერვისის გაშვებას მიმდინარე წელს გეგმავდა.