აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 14 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, ხიზაბავრის, ბოჭორიშვილის, ვასაძის, თიანეთის, ვეკუას, ხევძმარის, ხიზამბარელის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკეტრელი-ციციშვილის, ბახტრიონის, კანდელაკის, ტაშკენტის, ლვოვის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის, ბუდაპეშტის, მარუშიძის და ალასანიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქოს ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სანაპირო კოსმონავტების და ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, ასათიანის, ორთაჭალის, ვოლსკის, გორგასლის, ნადიკვარის და ოქროყანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply