Author Archives: admin

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ახალი მეტეოროლოგიური რადარის ტექნიკური მომსახურების საკითხებზე სწავლება გაიარეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. პროექტის ჯამური ღირებულება 4 241 336 ლარს შეადგენს. რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის კომპანიის „VAISALA“ წარმომადგენელმა მეტეოროლოგიური რადარის ტექნიკური მომსახურების საკითხებზე ტრენინგები გამართა. ახალი მეტეოროლოგიური რადარი ექსპლუატაციაში ...

Read More »

Shell-ი – აშშ მსოფლიოში გათხევადებული გაზის ნომერ პირველი მწარმოებელი გახდება

2022 წელს მსოფლიოს გათხევადებული აირის ბაზარზე აშშ დაიკავებს პირველ ადგილს და ჩაანაცვლებს ავსტრალიას ამ ტიპის გაზის წარმოებაში. ამის შესახებ საუბარია კომპანია Shell-ის ყოველწლიურ პროგნოზში. 2021 წელს ჩინეთი გახდა მსოფლიოს უმსხვილესი მომხმარებელი გათხევადებული გაზის, რა მაჩვენებლითაც იაპონიას გადაასწრო. ამასთან, 2021 წელს მსოფლიოს მასშტაბით ამ პროდუქტით ვაჭრობა 6%-ით 380 მლნ ტონამდე გაიზარდა. Shell-ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აშშ გახდება გათხევადებული აირის მსოფლიოს ნომერ ...

Read More »

ჯო ბაიდენი – ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ გაგრძელდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-მა აქტიურად იმუშავა გერმანიასთან იმისთვის, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ შედგეს. „რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“, როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდება. რუსეთი აგრესიას თუ გააგრძელებს, მას უფრო ძვირის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

Read More »

გონჩარენკო: უკრაინამ სამუდამოდ უნდა თქვას უარი რუსულ ელექტროენერგიაზე

24 თებერვლიდან, სამდღიანი საცდელი გათიშვის ნაცვლად, უკრაინამ სამუდამოდ უნდა შეწყვიტოს კავშირი რუსულ ელექტროსისტემასთან და სწრაფად გაერთიანდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემაში. წერს ოლექსი გონჩარენკო, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ევროპული სოლიდარობის დეპუტატი თავის Facebook გვერდზე. “ხვალ უკრაინა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწყდეს რუსეთისა და ბელორუსის ენერგოსისტემას! უნდა გაითიშოს ყველა ელექტროგადამცემი ხაზი და აღარასოდეს დაბრუნდეს აგრესორთან ერთად საერთო ელექტროქსელში. სამდღიანი საცდელი გათიშვის ნაცვლად, სამუდამოდ უნდა შეწყდეს რუსეთის ენერგოსისტემასთან ...

Read More »

ვიტალი ბალა: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილება კარგი სიგნალი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კარგი სიგნალი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რათა დავიწყოთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვიტალი ბალამ განაცხადა. „ჩემი აზრით, პირველ რიგში უკრაინამ უნდა აჩვენოს ყველას, რომ მზად არის, დაიცვას საკუთარი თავი. მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ასპექტი: დიპლომატიური ურთიერთობები და ...

Read More »

სანქციები რუსულ ენერგოკომპანიებს – რა საფასურის გადახდა მოუწევს მოსკოვს

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” აღიარა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსული არმიის შესვლის ბრძანება გასცა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ინგლისმა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესა. BBC- ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამერიკელებს ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნეს საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. აქვე, თეთრი სახლი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ინგლისის ...

Read More »

ეკონომიკის ახალი მინისტრის დანიშვნას „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა გააქტიურება მოჰყვა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით პასუხებს ითხოვს. მოძრაობის წევრებმა ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს საჯაროდ მიმართეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ დრომდე კითხვებზე პასუხები არ აქვთ, ხელისუფლება კი დროის გაყვანას და პროცესისადმი საზოგადოების ინტერესის შემცირებას ცდილობს. თავის მხრივ მინისტრი მზადაა ფართო დისკუსიისათვის, თუმცა მხოლოდ პროფესიულ წრეებთან ერთად, რადგან ხეობელები ბოლო პერიოდში მხოლოდ ულტიმატუმის ენით საუბრობენ და არ იყენებენ დიალოგისთვის გახსნილ გზებს. მოძრაობა „რიონის ...

Read More »

დონეცკში სეპარატისტებმა ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს

უკრაინულ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, რომ ოკუპირებულ დონეცკში სეპარატისტებმა ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. ცნობისთვის, გუშინ ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი” ცნო.

Read More »

Nord Stream 2-ის შეჩერების პასუხად, რუსეთმა ევროპას შესაძლოა, გაზის ფასი გაუორმაგოს

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის ფასი შეიძლება გაორმაგდეს მას შემდეგ, რაც გერმანიამ Nord Stream 2 მილსადენის სერტიფიცირება შეაჩერა. “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ მამაც სამყაროში, სადაც ევროპელები ძალიან მალე გადაიხდიან 2000 ევროს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში!”, – მედვედევმა ეს განცხადება Twitter-ზე რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოაქვეყნა. Bloomberg-ის გამოთვლებით, ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ – გაზსადენზე ავარიის გამო, გაზის მიწოდება 6-000-მდე აბონენტს შეუწყდება

გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 6-000-მდე აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, 22 თებერვლის 22:00 -ზე გაზის მიწოდება შეუწყდება ვაზისუბნის III მ/რ – კვ. 2 – ზურაბ პატარიძის ქ. 19, ვაზისუბნის III მ/რ -კვ. 2 – პატარიძის ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 11/36-ში (ნაკვ. 11/005) მდებარე შპს „ბილდ ჯორჯიას“, ჯუმბერ ლეჟავას ქ. ...

Read More »