დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უახლოეს ხანში გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. მისივე თქმით, სხდომაზე განიხილება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობა. „პუტინის უგუნური ქმედებები შეიძლება, დაემუქროს ევროპის უსაფრთხოებას“,- განაცხადა ჯონსონმა. ლიდერები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ საჭიროა რუსეთმა შეწყვიტოს თავდასხმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე და საგანგებო სიტუაციების სამსახურებს მიეცეთ საშუალება, იმუშაონ ადგილზე.
Read More »