Author Archives: admin

არასაკმარისი ელექტროენერგიის გამო, ბაიდენმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, დოკუმენტი გამოქვეყნებულია თეთრი სახლის ვებგვერდზე. ენერგეტიკული ბაზრის კრიზისი გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და კლიმატის სწრაფი ცვლილებით, ნათქვამია დოკუმენტში. სამხრეთ შტატებში სიცხემ და გვალვამ გამოიწვია რეკორდული მოთხოვნა და ელექტროენერგიის დეფიციტი. ენერგეტიკის მარეგულირებელმა ფედერალურმა კომისიამ და ჩრდილოეთ ამერიკის ელექტროენერგიის საიმედოობის კორპორაციამ გააფრთხილეს მომხმარებლები ამ ზაფხულის დასაწყისში ელექტროენერგიის ...

Read More »

ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტი რუსეთის ენერგეტიკაზე სრულ ემბარგოს უნდა მოიცავდეს – ევროკავშირში უკრაინის ელჩი

უკრაინულ მხარეს სურს, რომ ევროკავშირმა სანქციების მეშვიდე პაკეტში შეიტანოს ტოტალური ემბარგო რუსულ ენერგიაზე. „რისი ხილვა გვინდა სანქციების მეშვიდე პაკეტში? რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საუბარია რუსულ ენერგეტიკაზე, ანუ მილსადენის ნავთობზე ტოტალურ ემბარგოზე, მაგრამ ეს მოითხოვს რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარებას… საუბარია გაზზე“, – განაცხადა ვსევოლოდ ჩენცოვმა, უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში.

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

“მომავალი ერთი წელი ბუნებრივი აირის ტარიფებთან მიმართებით, ყველაზე სტაბილური იქნება”

ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ბუნებრივი აირის გადასახადი იზრდება, თუმცა მოსალოდნელია სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებაც.  ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ქვეყანაში სიტუაცია ასე თუ ისე სტაბილურდება, თუმცა უკრაინის ომის ფონზე, ევროპაში ენერგორესურსები რეკორდულად გაძვირდა. ამიტომ მნიშვნელოვანია რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე და გაეზრდებათ თუ არა მოქალაქეებს დენის და გაზის გადასახადი? 2023 წლიდან გაზის ტარიფი ახლიდან უნდა გადაანგარიშდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღირებულების ახალი ზღვარი დადგინდება. ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

ენერგოკომპანიების მენეჯმენტში ცვლილებებია. ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გიორგი ჩიქოვანი დანიშნა, მან ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან გადაინაცვლა. კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტაძე კი თბოსადგურ “გარდაბანი 1”-ს უხელმძღვანელებს. საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია “ბიზნესპარნტიორს” ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაუდასტურეს. რაც შეეხება ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე, “ბიზნესპარნიოტრის” ინფორმაციით, “გარდაბანი 1”-ის დირექტორი ჯაბა ხმალაძე დაინიშნა.

Read More »

მცირედით კლების შემდეგ, ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

2022 წლის 7  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.72 (+1.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.83 (+1.24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

ახალი ზელანდია „გაზპრომისა“ წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

ახალ ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნანაია მაჰუტას განცხადებით, ახალმა ზელანდიამ, რუსეთის ურკაინაში შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელორუსის 44 კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის „გაზპრომსა“ და ბელორუსის ექვს სამხედრო საწარმოს, სანქციები დაუწესა. „უმსხვილესი რუსული კომპანია და ათობით სამხედრო და სამრეწველო კორპორაცია, რომლებიც დღეს სანქციების ქვეშ არიან, გადამწყვეტ როლს თამაშობენ უკრაინაში უკანონო და არაპროვოცირებული ომის გაჩაღებაში. ახალი ზელანდია მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, ...

Read More »

ვაშლოვანის და აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარს შორის სამუხრის დაცული ტერიტორია შეიქმნება

საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-ღმოსავლეთ ნაწილში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების კატეგორიის დაცული ტერიტორია შეიქმნება. აღნიშნულს “ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს. ნუგზარ ზაზანაშვილის უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში მრავალი დაცული ტერიტორია შეიქმნა;მისი ზედამხედველობით, სამუხის ველზე,2013წლიდან, აქტიურად მიმდინარეობს ქურციკის(ჯეირანის)აღდგენის პროექტი. საქართველოში,1990წლებში, ქურციკი სრულად გადაშენდა. 2013წლიდან, საქართველოს ...

Read More »

BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შეაჩერა

აზერბაიჯანში ნავთობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა BP-მ განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის საექსპორტო ნავთობსადენი ივნისში მუშაობას შეაჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მილსადენის გაჩერება „დროებითია“ და რომ ბაქო-სუფსის მილსადენით გადაზიდული მთელი ნავთობი ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადის. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის შეჩერება უკრაინაში მიმდინარე ომს, BP-ის წარმომადგენელი პასუხის გაცემას მოერიდა და მხოლოდ აღნიშნა, რომ დახურვა “გამფრთხილებელი ზომებით” იყო გამოწვეული. როგორც ცნობილია, მანამდე ბაქო-სუფსის მილსადენით ...

Read More »

აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით, იტალიურმა ნავთობკომპანია Eni SpA-მ და ესპანურმა Repsol SA-მ მომდევნო თვიდან, რუსული ნავთობის ემბარგოს დასაკომპენსირებლად, შესაძლოა ვენესუელური ნავთობის იმპორტი უზრუნველყონ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, Eni-სა და Repsol-ის კომპანიების მიერ მიღებული ნავთობის მოცულობა მცირეა, შესაბამისად, ის ენერგორესურსის გლობალურ ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ეს შესაძლოა გახდეს ერთგვარი სტიმული ვენესუელის ხელისუფლებისთვის. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ...

Read More »

კოლუმბიაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ კოლუმბიაში, ქალაქ ელ-სულიაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად ცხრა მაღაროელი დაიღუპა, – წერს BBC კოლუმბიის ნაციონალურ სამთო სააგენტოზე დაყრდნობით. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქება მაღაროში გაზის დაგროვებამ გამოიწვია. უკვე 5 დღეა, 6 მაღაროელი მიწის ქვეშაა და მაშველები ცდილობენ, ჩამონგრეული მასისგან მიდამოს გასუფთავებით, მიწის ზედაპირზე ამოიყვანონ. სამაშველო სამუშაოები პირველ ეტაპზე, გაზის დაგროვებამ და ძლიერმა წვიმამ შეაფერხა.

Read More »