კოლუმბიაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ კოლუმბიაში, ქალაქ ელ-სულიაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად ცხრა მაღაროელი დაიღუპა, – წერს BBC კოლუმბიის ნაციონალურ სამთო სააგენტოზე დაყრდნობით.

ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქება მაღაროში გაზის დაგროვებამ გამოიწვია. უკვე 5 დღეა, 6 მაღაროელი მიწის ქვეშაა და მაშველები ცდილობენ, ჩამონგრეული მასისგან მიდამოს გასუფთავებით, მიწის ზედაპირზე ამოიყვანონ.

სამაშველო სამუშაოები პირველ ეტაპზე, გაზის დაგროვებამ და ძლიერმა წვიმამ შეაფერხა.

Leave a Reply