Author Archives: admin

სოროსი – ევროპის დამოკიდებულება რუსულ საწვავზე გადაჭარბებული რჩება ძირითადად ანგელა მერკელის პოლიტიკის გამო, მან რუსეთთან სპეციალური გარიგებები დადო

მილიარდერი ჯორჯ სოროსი გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს აკრიტიკებს რუსეთთან ენერგორესურსების შესყიდვასთან დაკავშირებული „განსაკუთრებული გარიგებების“ გამო. აღნიშნულის შესახებ ჯორჯ სოროსმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სოროსმა ანგელა მერკელი მერკანტილური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. „ევროპის დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე რჩება გადაჭარბებული ძირითადად ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გატარებული მერკანტილური პოლიტიკის გამო. მან გაზის მიწოდებისთვის რუსეთთან სპეციალური გარიგებები დადო და ჩინეთი გერმანიის ...

Read More »

შარლ მიშელი: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. შარლ მიშელის აზრით, ევროკავშირი კომპრომისის მიღწევას მომდევნო სამიტამდე შეძლებს, რომელიც 30-31 მაისს ბრიუსელში გაიმართება. „ევროკავშირი მომავალ კვირას ევროპის სამიტამდე რუსულ ნავთობზე ემბარგოს შესახებ შეთანხმებას მიაღწევს, მიუხედავად უნგრეთის წინააღმდეგობისა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ ეს საკითხი სამიტამდე“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

Read More »

ვიქტორ ორბანი უარს ამბობს, რომ მომდევნო კვირაში ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესების საკითხი განიხილონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უარს ამბობს, მომდევნო კვირაში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესების საკითხი განიხილონ. უნგრეთის მთავრობის მეთაური მოითხოვს ევროკომისიისგან, დამატებითი დეტალები წარუდგინოს ბუდაპეშტს, სადაც საწვავის ალტერნატიული წყაროები იქნება მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნგრეთი რუსული ნავთობის ემბარგოს მხარს ვერ დაუჭერს. ამის შესახებ ნათქვამია ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსსაც ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. „სანქციების ...

Read More »

დიზელის კრიზისმა შესაძლოა თეთრ სახლს საგანგებო რეზერვის გამოყენება აიძულოს

თეთრი სახლი საგანგებო მარაგებიდან დიზელის წარმოების გეგმას განიხილავს, რომლის მიზანიც მიწოდებაში შეფერხებების აღმოფხვრა და ამ ტიპის საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებაა. ამის შესახებ ორშაბათს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. დიზელი აუცილებელია აშშ-ის ეკონომიკისთვის და მისი ფასების ზრდა ხელს შეუწყობს ინფლაციის ამაღლებას, რომელმაც 40 წლის მაქსიმუმს უკვე მიაღწია. თეთრი სახლი განიხილავს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნავთობის რეზერვის გამოყენებას, რომელიც 2000 ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანმა ნავთობის მოპოვება 2018 წლის დონემდე აღადგინა

ირანი დაუბრუნდა ნავთობის მოპოვების 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, სანამ აშშ გამოვიდოდა ბირთვული შეთანხმებიდან და სანქციებს დაუწესებდა. ამის შესახებ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) გენერალურმა დირექტორმა მოხსენ ხოჯასტე-მერმა განაცხადა. ამის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ხოჯასტე-მერის თქმით, პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ადმინისტრაციამ აღადგინა ბოლო წლებში დაკარგული მოპოვებული ნავთობი დღეში ერთი მილიონი ბარელი. მან განმარტა, რომ ირანი მოიპოვებდა 3,838 მილიონ ბარელს დღე/ღამეში, სანამ შეერთებული ...

Read More »

საუდის არაბეთი იმედოვნებს “OPEC +”-ის ახალი შეთანხმების დადებას რუსეთის მონაწილეობით

საუდის არაბეთი იმედოვნებს, რომ შემუშავდება “OPEC+”-თან შეთანხმება, რომელშიც შევა რუსეთი, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის პრინც აბდულაზიზ ბენ სალმანის სიტყვებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. საუდის არაბეთმა მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს რუსეთს, როგორც “OPEC+”-ის ნავთობის მწარმოებელთა ჯგუფის წევრს, მოსკოვის მიმართ დასავლეთის სანქციების გამკაცრებისა და რუსული ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის პოტენციური აკრძალვის მიუხედავად. ერ-რიადი იმედოვნებს, რომ „შეიმუშავებს შეთანხმებას “OPEC+”-თან, რომელშიც შედის რუსეთი“, აღნიშნა ...

Read More »

ევროკავშირი უახლოეს დღეებში რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდება

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გერმანიის ტელევიზიაში გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირი უახლოეს დღეებში შეთანხმდება რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე. ჰაბეკის თქმით, თავისთავად ემბარგო მოსკოვს ვერ დააკარგვინებს შემოსავლებს, ვინაიდან ექსპორტის მოცულობის დაკარგვის კომპენსირება ნავთობის მაღალი ფასებით მოხდება. ამასთან დაკავშირებით ევროპის კომისია და აშშ ერთობლივად მუშაობენ გეგმაზე, რომელიც ნავთობზე ფასების ლიმიტის შემოღებას ითვალისწინებს. გეგმის მიზანია, საკმარისი რაოდენობის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნავთობში არ გადაიხადონ ...

Read More »

ევროკომისიის ხელმძღვანელი რუსული ნავთობის დაუყოვნებელი აკრძალვის წინააღმდეგია

ევროკომისიის ხელმძღვანელი რუსული ნავთობის დაუყოვნებელი აკრძალვის წინააღმდეგია. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას შეეძლება ნავთობი, რომელსაც იგი ევროკავშირს არ მიჰყიდის, მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს გასაყიდათ და ამისთვის დიდი თანხა მიიღოს. მან პირობა დადო, რომ ევროპა „დროთა განმავლობაში“ შეძლებს რუსეთის ენერგომატარებლების სრულ და შეუქცევად უარყოფას.

Read More »

რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები სხვადასხვა ტერიტორიულ წყლებშია გაჩერებული

რეკორდული რაოდენობის, დაახლოებით 62 მილიონი ბარელი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორილ წყლებშია გაჩერებული. სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემები რუსული ნედლი ნავთობის მყიდველებს ეძებენ. ეს მოცულობა ომამდელ პერიოდს სამჯერ აღემატება. ამის შესახებ Reuters-ი ანალიტიკურ ორგანიზაცია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს.

Read More »
ბრიტანეთის ხელისუფლება ქვანახშირის ენერგიაზე უარს ამბობს

რუსეთიდან გაზის შეწყვეტის შემთხვევაში, გერმანია ქვანახშირის ელექტროსადგურებს აამუშავებს

გერმანია ქვანახშირსა და ნავთობზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობის განახლებას, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაზის ექსპორტის შეჩერებას გადაწყვეტს. ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი საგანგებო განკარგულებას გამოაქვეყნებს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, განაახლოს ელექტროსადგურების მუშაობა, რომლებიც უნდა დახურულიყო გერმანიის ნახშირისგან გათავისუფლების გეგმის მიხედვით. “ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის სექტორში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მოკლევადიანი გამოყენება შესაძლებელი გახდება”, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა. საგანგებო ...

Read More »