გერმანია ქვანახშირსა და ნავთობზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობის განახლებას, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაზის ექსპორტის შეჩერებას გადაწყვეტს.
ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი საგანგებო განკარგულებას გამოაქვეყნებს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, განაახლოს ელექტროსადგურების მუშაობა, რომლებიც უნდა დახურულიყო გერმანიის ნახშირისგან გათავისუფლების გეგმის მიხედვით.
“ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის სექტორში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მოკლევადიანი გამოყენება შესაძლებელი გახდება”, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა.
საგანგებო ბრძანებულება 2024 წლის 31 მარტამდე იმოქმედებს.
წყარო: businessformula.ge