შარლ მიშელი: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.

შარლ მიშელის აზრით, ევროკავშირი კომპრომისის მიღწევას მომდევნო სამიტამდე შეძლებს, რომელიც 30-31 მაისს ბრიუსელში გაიმართება.

„ევროკავშირი მომავალ კვირას ევროპის სამიტამდე რუსულ ნავთობზე ემბარგოს შესახებ შეთანხმებას მიაღწევს, მიუხედავად უნგრეთის წინააღმდეგობისა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ ეს საკითხი სამიტამდე“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

Leave a Reply