Author Archives: admin

“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

2021 წელს Gazprom-ის მოგებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია Gazprom-ის მოგებამ 2021 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, Gazprom-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს, სანქციებიდან გამომდინარე გაზის წარმოების 4%-იანი კლებაა მოსალოდნელი. Gazprom-ის განცხადებით, კომპანიის წმინდა მოგება 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდული 2.09 ტრილიონი რუბლი ($29 მილიარდი) შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებული რუსული ნავთობკომპანიის მოგებამ 2020 წელს მხოლოდ 135 მილიარდ რუბლს ($1.9 მილიარდი) მიაღწია. Gazprom-ის ინფორმაციით, 2020 ...

Read More »

რუსეთში ტყე კრასნოიარსკში იწვის

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში ხანძარია – ცნობილი ხდება, რომ ტყე მინუსინსკის რაიონში იწვის. ინფორმაციას კი სამთავრობო გამოცემა РИА Новости ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არ ფიქსირდება არც ქონების განადგურების ფაქტები. გამოცემის ცნობით, ხანძრის გამო გადაიკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა.

Read More »

ილჰამ ალიევი: თუ აუცილებლობა დადგება, აზერბაიჯანი გაზის ექსპორტს გაზრდის

„ჩვენ 100%–ით ვასრულებთ გაზის მიწოდების კონტრაქტებით ნაკისრ ვალდებულებებს. აზერბაიჯანული გაზი ექსპორტზე უნდა გადიოდეს საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. ამრიგად, თურქეთთან ერთად, ჩვენი გაზის ექსპორტიორი იტალიაცაა“. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ 2021 წელს აზერბაიჯანიდან იტალიაში 9 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიტუმბა. „ბუნებრივია, ჩვენ არსებული კონტრაქტების შესაბამისი მოცულობით ვგეგმავთ ...

Read More »

ავსტრიული OMV-ის სუფთა მოგება მ/წლის პირველ კვარტალში 17%-ით შემცირდა

ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-ის სუფთა მოგებამ  2022 წლის პირველ კვარტალში შეადგინა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ერთ აქციაზე მოგებამ შეადგინა 1,67 ევრო წინა წლის 2 ევროს მაჩვენებელთან შედარებით. შემოსავალი გაიზარდა 146%-ით 15,828 მილიარდ ევრომდე. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ 12,66 მილიარდ ევროს მაჩვენებელზე. კაპიტალდაბანდებები  წლიური თვალსაზრისით გაიზარდა 168%-ით და შეადგინა ამ პერიოდისათვის 1,322 მლნ ევრო. OMV არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ...

Read More »

Novatek Green Energy პოლონეთში გაზის ავზების აფეთქების საშიშროების შესახებ აცხადებს

პოლონეთში თხევადი ნავთობით სავსე 500-მდე სარკინიგზო ავზის უმოქმედობის გამო, შესაძლოა აფეთქება მოხდეს, განაცხადა Novatek Green Energy-მ. “სერიოზული და ძალიან რეალური საფრთხე დაკავშირებულია კომპანიის კონტროლის ჩამორთმევასთან და თხევადი გაზით სავსე 500-მდე ვაგონის შემდგომი ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის შეუძლებლობასთან”, – ნათქვამია განცხადებაში. კომპანია აქტორებს სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა პროპან-ბუტანის გაზი გადაზიდვის ტერმინალში დაუყოვნებლად შევიდეს. 26 აპრილს პოლონეთმა სანქციები დააწესა ფიზიკური და იურიდიული პირის ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა

აპრილის პირველი 28 დღის შედეგების მიხედვით, რუსეთში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება კონდენსატთან ერთად 8,8%-ით შემცირდა მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით, მაშინ როცა აპრილის დასაწყისში კლება შეადგენდა 4%-ს, ხოლო აპრილის შუა რიცხვებისთვის – 7,5%-ს. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამრიგად, თითქმის მთელი აპრილის შედეგების მიხედვით ნავთობის საშუალო დღიურმა მოპოვებამ კონდენსატთან ერთად შეადგინა 1,37 მლნ ტონა. წყაროს ინფორმაციის მიხედვით, ნავთობკომპანიებმა წარმოება შეამცირეს 9,8%-ით – ...

Read More »

რუსული ქვანახშირის უმსხვილესი ინდური შემსყიდველი რუსეთიდან იმპორტს აჩერებს

ინდოეთში რუსული ქვანახშირის უმსხვილესი იმპორტიორი Tata Steel-ი რუსეთიდან წიაღისეულის შეძენას აჩერებს, წერს გამოცემა Financial Times-ი. მსოფლიოში ფოლადის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია გადაწყვეტილების მიზეზად კრემლისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო შექმნილ „გაურკვევლობას“ ასახელებს. იმ ფონზე, როცა დასავლური ქვეყნები რუსულ ენერგეტიკულ წიაღისეულზე უარს ამბობენ, ინდოეთში რუსული ნავთობის და სხვა რესურსების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. ინდური კომპანიები რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შეძენას დისკონტირებულ ფასებში ახერხებენ. Tata Steel-მა 2022 წლის ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

გაიაფდება, თუ არა საწვავი – ფინანსთა მინისტრის პასუხი

ფინანსთა მნინისტრი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში საწვავის ფასებმა უნდა დაიკლოს. ლაშა ხუციშვილს ამის თქმის საფუძველს იმპორტიორების მიერ ნავთობპროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებული ახალი კონტრაქტები აძლევს. “ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარე კონტრაქტები იყო გაცილებით დაბალ ფასებში, ვიდრე ეს იყო მაგალითად, იანვრის თვის კონტრაქტები. მაშინ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მაქსიმუმზე იყო ასული. ბოლოს გაფორმებულმა კონტრაქტებმა კი ასახვა უნდა ჰპოვოს ადგილობრივ ბაზარზეც, ვინაიდან ძველი შეძენილი ...

Read More »

გიორგი ბადრიძე: „ნაბუქოს“ ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებმაც პროექტს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

Europetime-მა დაიწყო ახალ რუბრიკა, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ  მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი.  რატომ არ დაიწყო „ნაბუქოს“ მილსადენის მშენებლობა? რა გახდა ...

Read More »

დმიტრო კულება: ევროკავშირის სანქციების შემდეგი ეტაპი რუსულ ნავთობზე ემბარგოს უნდა მოიცავდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს განუცხადა, რომ ბლოკის სანქციების შემდეგი ეტაპი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს ევროკავშირის სანქციების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ შემდგომ უსაფრთხო ევაკუაციაზე ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან“, – დაწერა კულებამ „ტვიტერზე“, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

Read More »