ავსტრიული OMV-ის სუფთა მოგება მ/წლის პირველ კვარტალში 17%-ით შემცირდა

ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-ის სუფთა მოგებამ  2022 წლის პირველ კვარტალში შეადგინა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ერთ აქციაზე მოგებამ შეადგინა 1,67 ევრო წინა წლის 2 ევროს მაჩვენებელთან შედარებით. შემოსავალი გაიზარდა 146%-ით 15,828 მილიარდ ევრომდე. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ 12,66 მილიარდ ევროს მაჩვენებელზე.

კაპიტალდაბანდებები  წლიური თვალსაზრისით გაიზარდა 168%-ით და შეადგინა ამ პერიოდისათვის 1,322 მლნ ევრო.

OMV არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ცენტრალურ ევროპაში. იგი ეწევა ნახშირწყალბადების დაზვერვასა და მოპოვებას 17 ქვეყანაში, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკის, ჩრდილო-დასავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, კასპიის რეგიონის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქვეყნებში.

Leave a Reply