Author Archives: admin

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ჩიტაძის, ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის (ნაწილობრივ), ზურაბ ჟვანიას, შევჩენკოს, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ვასო აბაშიძის, ასათიანის, თაბუკაშვილის, ვირსალაძის, ჭანტურიას, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის, ლიხის, მესხის, გიორგი გიგაურის, ჩაბალის, სულიკო ჟღენტისა და ელიზბარ ზედგენიძის ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

იტალია მწვანე ენერგიის მწარმოებლებთა მოგებიდან 1,5 მლრ ევროს ამოღებას გეგმავს

იტალიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მწვანე ენერგიის მწარმოებელთა მიერ მიღებული მოგებიდან 1,5 მლრ ევროს ამოღება იგეგმება. იტალიის მთავრობამ გასული წლის ივლისიდან დღემდე 10 მილიარდ ევრომდე გამოჰყო, რათა მოსახლეობაზე და ბიზნესზე ელექტროენერგიაზე ფასების ზრდით გამოწვეული ტვირთის სიმძიმის შეემსუბუქებინა. ამ პოლიტიკის ფარგლებში მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ არაუგვიანეს 60 დღის განმავლობაში განხილვა-მოწონების შემთხვევაში შევა ძალაში, მწვანე ენერგიის მწარმოებლებთა ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ნატო რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი გაზსადენის აშენების შესაძლებლობებს იკვლევს

ნატო იკვლევს გაზსადენის აშენების შესაძლებლობას, რომელიც დააკავშირებს ესპანეთის კატალონიას საფრანგეთთან და შეამცირებს ცენტრალური ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე , – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი la Vanguardia სამეფოს მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, Midcat მილსადენის ინიციატივა სამი წლის წინ დაბლოკეს ესპანელმა და ფრანგმა მარეგულირებლებმა, რადგან თვლიდნენ, მშენებლობა არ იქნებოდა მომგებიანი, გაზის განახლებადი ენერგიის წყაროებით სწრაფად ჩანაცვლების კონტექსტში. წყარო ირწმუნება, რომ საკითხი ნატო-ში ...

Read More »

ჩინეთი არგენტინაში ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა China National Nuclear Corp-მა (CNNC) არგენტინაში, $8-მილიარდიანი ღირებულების ატომური ელექტროსადგურის, Atucha III-ის აშენებასთან დაკავშირებით კონტრაქტს ხელი მოაწერა. CNNC-ის განცხადებით, საინჟინრო, შესყიდვებისა და სამშენებლო კონტრაქტი არგენტინის პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესის ჩინეთში ვიზიტამდე გაფორმდა. არგენტინის მთავრობის განცხადებით, პროექტი ინჟინერიის, მშენებლობის, შესყიდვისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის, ასევე HPR-1000-ის ტიპის რეაქტორის მიწოდებისთვის, $8-მილიარდიან ინვესტირებას ითვალისწინებს. Atucha III-ის ელექტროსადგური ჩინეთის Hualong One-ტექნოლოგიის გამოყენებით აშენდება, ...

Read More »

ბრიტანეთში ქიმიკოსებმა ლიმონისგან ბატარეა შექმნეს

მეცნიერთა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც „ქიმიის სამეფო საზოგადოების“ სახელითაა ცნობილი, 2,923 ლიმონით ბატარეა შექმნა. მეცნიერებმა ლიმონებზე თუთიისა და სპილენძის მავთულები დაამაგრეს და ჯამში, 2,307.8 ვოლტის გამომუშავება შეძლეს. ქიმიკოსები განმარტავენ, რომ ლიმონის წვენი მოქმედებს, როგორც ელექტროლიტი, ხოლო თუთია და სპილენძი როგორც ელექტროდები – ელექტროენერგიის გამტარი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც წრედი იქმნება. სანახაობისთვის, მიღებული ენერგიით პიროტექნიკა აანთეს, რომელიც რბოლის დაწყების მანიშნებელ სიგნალად გამოიყენეს.

Read More »

ერ-რიადი აპირებს Saudi Aramco-ს 50 მლრდ დოლარის აქციები გაყიდოს

საუდის არაბეთი აპირებს მისი კუთვნილი სახელმწიფო ნავთოგაზ კომპანიის Saudi Aramco-ს აქციების პაკეტი გაყიდოს. საუბარია, 50 მლრდ დოლარის ღირებულების აქციაზე. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს. გაზეთის ცნობით, Saudi Aramco-ს ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებებს ერ-რიადის საფონდო ბირჟასთან დამატებითი აქციების განთავსებაზე. ასევე განიხილება აქციების გაყიდვა ლონდონის ან სინგაპურის საფონდო ბირჟებზე. როგორც გაზეთი აღნიშნავს, საუდეველი ხელისუფლების წარმომადგენლები აპირებენ დაასრულონ ფასიანი ქაღალდების გაყიდვების ...

Read More »

ევროკავშირი აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ იჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს აზერბაიჯანთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“. „აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების ზრდა მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე შეფერხებებისა და ფასების ზრდის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისარმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, გასულ წელს მისმა სახელმწიფომ სულ ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რა ღირს საწვავი საქართველოში

ბენზინის ფასი 2022 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,05%-ით არის გაზრდილი, დიზელი კი – 32,21%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. აღსანიშნავია, რომ ფასის მატებით, ბენზინი და დიზელი იანვრის 20 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს/საქონელს შორის მოხვდა. „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.18 ლარია; „რეგულარი“ – 3.09; სუპერი – 3.26; ...

Read More »

ილჰამ ალიევი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების მადლობას უხდის

მინდა, მადლობა გადავუხადო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების, თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის მთავრობებს, ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ ქადრი სიმსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ილჰამ ალიევის თქმით, გასულ წელს მისმა სახელმწიფომ სულ 19 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაატარა, საიდანაც თურქეთმა 8,5 მილაირდი კუბური მეტრი მიიღო, ხოლო იტალიამ კი თითქმის 7 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

ბიტკოინის ფასი მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, კიდევ დაიკლებს

Fundstrat-ის ტექნიკური ანალიტიკოსის თქმით, დიდი შანსია, რომ ბიტკოინის ფასმა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ დაიწიოს. უმსხვილესი კრიპტოვალუტა ნოემბრის რეკორდული ფასიდან 50%-იანი შემცირების შემდეგ, ბოლო პერიოდში დასტაბილურდა. თუმცა, ფასების მოდელის მიხედვით, რომელსაც Fundstrat-ის ანალიტიკოსი მარკ ნიუტონი აკონტროლებს, დიდი ალბათობით, ბიტკოინისთვის კიდევ უფრო დაბალი ფასი გაზაფხულის თვეებში დაფიქსირდება. მან გააფრთხილა ტრეიდერები, რომ ახლა დაწინაურებაზე თამაშისთვის კარგი დრო არ არის. მისი თქმით, ტექნიკურ ...

Read More »