იტალიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მწვანე ენერგიის მწარმოებელთა მიერ მიღებული მოგებიდან 1,5 მლრ ევროს ამოღება იგეგმება.
იტალიის მთავრობამ გასული წლის ივლისიდან დღემდე 10 მილიარდ ევრომდე გამოჰყო, რათა მოსახლეობაზე და ბიზნესზე ელექტროენერგიაზე ფასების ზრდით გამოწვეული ტვირთის სიმძიმის შეემსუბუქებინა.
ამ პოლიტიკის ფარგლებში მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ არაუგვიანეს 60 დღის განმავლობაში განხილვა-მოწონების შემთხვევაში შევა ძალაში, მწვანე ენერგიის მწარმოებლებთა მოგებიდან 1,5 მლრ ევროს ამოღებას ითვალისწინებს.
მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეეხება მზის ელექტროსადგურებს, რომლებიც გულუხვად სუბსიდირებულ ფიქსირებულ ტარიფებებთან ერთად მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ გაზის კრიზისის გამო გამოწვეული ფასების ზრდით. ელექტროენერგიაზე გადასახადში სუბსიდირება მომხმარებელს, მთავრობის თქმით, წელიწადში 6 მლრ ევრო უჯდება.
მთავრობა გადაწყვეტილება ე.წ. Feed-in-Premium ტარიფიან მზის სადგურების გარდა მოგებიდან გადასახდელი თანხა გაეზრდებათ აგრეთვე კომერციულ ქარის, გეოთერმულ და ჰიდრო სადგურებს, რომელთა დანახარჯები არ იზრდება გაზის ფასის ან CO2-ზე კვოტის გადასახადის გამო, მოგება კი იზრდება ენერგორესურსებზე ფასების მატებით.
მთავრობის გადაწყვეტილებას განახლებადი ენერგიის ასოციაციის ჯგუფის, მათ შორის WindEurope-ს კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის კლიმატური მიზნების შესრულებისთვის დასახულ გეგმებს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე არანაკლებ 8 გიგავატი სიმძლავრის სადგურების ყოველწლიურად მწყობრში ჩადგომის შესახებ.
წყარო: ipress.ge