ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ნატო რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი გაზსადენის აშენების შესაძლებლობებს იკვლევს

ნატო იკვლევს გაზსადენის აშენების შესაძლებლობას, რომელიც დააკავშირებს ესპანეთის კატალონიას საფრანგეთთან და შეამცირებს ცენტრალური ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე , – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი la Vanguardia სამეფოს მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, Midcat მილსადენის ინიციატივა სამი წლის წინ დაბლოკეს ესპანელმა და ფრანგმა მარეგულირებლებმა, რადგან თვლიდნენ, მშენებლობა არ იქნებოდა მომგებიანი, გაზის განახლებადი ენერგიის წყაროებით სწრაფად ჩანაცვლების კონტექსტში.

წყარო ირწმუნება, რომ საკითხი ნატო-ში ,,საფრანგეთთან ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირის აღდგენის შესახებ, რათა გაზი ევროპის გულში მიიტანოს“ აქტიურად განიხილება.

„გერმანია ძალიან დაინტერესებულია პროექტით. გერმანიის მაღალი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ახლა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ გეოსტრატეგიულ სისუსტედ გვევლინება“, – აღნიშნავს ანონიმური წყარო.

გამოცემა წერს, რომ აშშ ბერლინს Nord Stream 2 გაზსადენის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებისკენ უბიძგებს, თუმცა გერმანიას საკუთარი ინდუსტრიის რისკის ქვეშ დაყენება არ სურს.

Leave a Reply