Author Archives: admin

შოლცი: გერმანია ზამთარს რუსული გაზის გარეშეც გადალახავს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია, სავარაუდოდ, ზამთარს კრიზისის გარეშე გაივლის, თუნდაც რუსული გაზის მიწოდება შეწყდეს. ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიას შეუძლია გამოიყენოს გაზის თავისი მარაგები და მეტი მიწოდება მიიღოს ნორვეგიიდან ან ნიდერლანდებიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობამ ადრევე მიიღო პრევენციული ზომები ასეთი კრიზისის წინააღმდეგ. „სიტუაცია რომც გართულდეს, ალბათ ზამთარს გადავლახავთ“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური საერთაშორისო სააგენტოს მისიასთან ერთად მყოფი ჟურნალისტები არ შეუშვეს. ეს განცხადება ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისივე თქმით, რუსები ცდილობენ, ინსპექტორების ვიზიტი უნაყოფო ექსკურსიად გადააქციონ. ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ექსპერტები ზაპოროჟიეს სადგურზე არსებულ საფრთხეებს სათანადოდ შეაფასებენ. „რუსეთი აკეთებდა ძალიან ბევრ ცინიკურ რამეს, რათა მოეტყუებინა ატომური სააგენტოს მისიის წევრები. მათ შორის ენერგოდარის მცხოვრებლების ...

Read More »

იაფი საუდის არაბეთის ნავთობის გამო, ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი მცირდება

რუსული ნავთობის იმპორტი 7,3%-ით შემცირდა, ხოლო საუდის არაბეთის ნედლი ნავთობის იმპორტი 25%-ით გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზად სახელდება ის, რომ რუსული ნავთობის ფასები მყიდველების მხრიდან მაღალი მოთხოვნის ფონზე გაიზარდა, რაც საუდის არაბეთის ფასს უფრო მიმზიდველს ხდის. რუსეთიდან ინდოეთში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა, რადგან ქვეყანამ აქტიურად დაიწყო საუდის არაბეთიდან იმპორტის განხორციელება. ინდოეთმა ბოლო ორ თვეში რუსეთიდან დღეში დაახლოებით 877,400 ბარელი  ნედლი ნავთობი შეიძინა, ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 2 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, აფრიკის დასახლების, თრიალეთის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გურჯიევის, წურწუმიას, ალექსიძის, ოდიშელიძის, გუგუშვილის, თურაშაული და ქვილითაიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კახეთის ...

Read More »

GREDA-სა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა

დღეს GREDA-სა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმს ხელი მოეწერა. ორგანიზაციები ერთობლივად შეუწყობენ ხელს რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგში არსებული პროფესიების პოპულარიზებასა და პროფესიული განათლების განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში პირველ ეტაპზე ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში დაინერგება პროფესიული განათლების კურსი „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი“, რომელზეც ადგილობრივი და ზესტაფონელი ახალგაზრდების მიღება უკვე სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება. კურსის მსმენელები ხუთი თვის განმავლობაში მზის ფოტოელექტრული სისტემების მემონტაჟის ...

Read More »

ნავთობის ფასი $90-ს ჩამოსცდა

2022 წლის  1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.49  (-  2.82)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.55  ( –  2.09)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ებრაჰიმ რაისი: ბირთვული შეთანხმება ვერ განახლდება, თუ ინსპექტორები არ შეწყვეტენ ბირთვულ ობიექტებზე გამოძიებას

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს სახელმწიფოებთან ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ გაეროს ბირთვული მეთვალყურეები არ შეწყვეტს გამოძიებას ირანის ბირთვულ ობიექტებზე აღმოჩენილი ბირთვული მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით. 29 აგვისტოს, ხელისუფლებაში პირველი წლის აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციაზე, რაისიმ ასევე განაცხადა, რომ ის კვლავაც ვერ ხედავს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის აზრს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ორივე, მომავალ თვეში გაეროს გენერალურ ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,3 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,3 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 418.3 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა   1.172  მილიონი ბარელით  და შეადგინა  215,6  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0,1  მილიონი ბარელით და შეადგინა  111,7 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 ...

Read More »

WSJ: დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსულ ნავთობზე საფასო ჭერს დააწესებენ

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსული წარმოების ნავთობზე საფასო ჭერის დაწესებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი შეზღუდვის შესახებ ოფიციალურად ხვალ, 2 სექტემბერს გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეთანხმება “რუსეთთან წინააღმდეგობის ფრონტის ახალ ხაზს ქმნის, რომლის მთავარი სამიზნეც რუსეთის სანავთობო შემოსავლების შემცირება იქნება”. ახალი შემზღუდავი მექანიზმი მიზნად ისახავს შეამციროს რუსეთის სანავთობო შემოსავლები ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ნავთობის საერთაშორისო ფასების ...

Read More »

აშშ-მ რუსული ლუკოილისთვის თვითმფრინავის ჩამორთმევის ბრძანება გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-მ რუსული ენერგეტიკული ფირმის, ლუკოილის კუთვნილი $45 მილიონის ღირებულების თვითმფრინავის, ბოინგ 737-ის ჩამორთმევის ბრძანება გასცა. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ორდენის საფუძველი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევაა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში და რუსეთიდან ამერიკული წარმოების ავიალაინერების ფრენა აკრძალულია, ლუკოილის თვითმფრინავმა კი ეს აკრძალვა დაარღვია. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ამჟამად რუსეთის ტერტორიაზე იმყოფება. ამასთან ერთად, შეტყობინებას ორდერის გაცემის შესახებ აშშ გაუგზავნის ყველა ...

Read More »