Author Archives: admin

ევროპაში გაზის ფასმა რეკორდი განაახლა – 3 600 დოლარი ათას კუბურ მეტრზე

ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3 600 დოლარს გადააჭარბა. ლონდონის საფონდო ბირჟის – ICE-ის მონაცემების მიხედვით, დილით, ვაჭრობის გახსნაზე კუბური მეტრის ღირებულება 2366,8 დოლარს შეადგენდა, რამდენიმე წუთში 2700 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 3 639,1 დოლარამდე ავიდა. ევროპაში გაზის საფასურმა მკვეთრი ზრდა გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მაშინ მისმა ფასმა 1900 დოლარსაც მიაღწია, რაც იმ დროისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ...

Read More »
ილონ მასკმა Tesla-ს ახალი პროექტის წარდგენა დააანონსა

ილონ მასკი: მსოფლიოში ნავთობისა და გაზის წარმოება უნდა გაიზარდოს

ცოტა ხნის წინ, Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აუცილებელია, დანარჩენმა მსოფლიომ ნავთობისა და გაზის წარმოება დაუყონებლივ გაზარდოს, რათა ნავთობის მიწოდების ჯაჭვში ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებები, რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას, ხოლო გაზის მზარდი ფასები – დასტაბილურდეს. ილონ მასკმა განაცხადა, რომ კარგად ესმის, თუ რა ზიანი მიადგება ამ გადაწყვეტილებით Tesla-ს, მაგრამ დასძინა, რომ დღევანდელ რეალობაში ენერგიის განახლებად ...

Read More »

Shell რუსული ნავთობიდან მიღებულ მოგებას სრულად უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს

ბრიტანულ-ჰოლანდიურმა კომპანია Shell-მა პირობა დადო, რომ წინა დღეს შეძენილი რუსული ნავთობიდან მიღებული მოგება უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად გამოიყენებს. ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. შაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ გააკრიტიკა ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია Shell რუსული ნავთობის შეძენის გამო და განაცხადა, რომ ტრანსნაციონალურმა კორპორაციამ უნდა შეწყვიტოს კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. Shell-მა რუსეთიდან ნედლი ნავთობის შეძენას “რთული გადაწყვეტილება” უწოდა. განპირობებულია ბენზინის, დიზელის და სხვა პროდუქტების წარმოების ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

ბენზინის ფასმა შესაძლოა 4 ლარს გადააჭარბოს

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი $129-ს აღწევს, რაც 2008 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. ბოლო 1 თვეში პლატსზე 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინის ფასი $850-დან $1105-მდე გაიზარდა, დიზელის 48%-ით $783-დან $1159-მდე. მასში 7 მარტის ნედლი ნავთობის გაძვირება ჯერ ასახული არ არის. ამ ყველაფერს ლარის მკვეთრი გაუფასურებაც ემატება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ დოლარი 40 თეთრით გაძვირდა. მოლოდინები ნეგატიურია და საცალო ფასმა ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) 10-პუნქტიანი გეგმა რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად

რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს. გეგმაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებები უკვე საკმაოდ ეფექტურია რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ერთი-მესამედით შესამცირებლად, ხოლო მოცემული დამატებითი ღონისძიებები შესაძლებელს გახდის მის ნახევრამდე შესამცირებლად, რაც, ყველაფერთან ერთად, ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებასაც. გთავაზობთ ხსენებული პუნქტების ჩამონათვალს:   პუნქტი 1. ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რუსეთთან ახალი ხელშეკრულებებლის არ გაფორმება. ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანი ნავთობის ექსპორტის ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ირანმა გადააჭარბა ნედლი ნავთობის ექსპორტს 1,5 მილიონი ბარელით დღე/ღამეში, ალი აქბარ საფაის, ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და გადაზიდვების სამთავრობო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” მ/წლის 3 მარს ირანის ნავთობის მინისტრმა აღნიშნა, რომ თეირანი აპირებს გაზარდოს ნავთობის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე უახლოეს მომავალში. მან განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც OPEC + ქვეყნებმა, 2 მარის შეხვედრის შემდეგ, გადაწყვიტეს განაგრძონ ნავთობის ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ენერგოსანქციების შემთხვევაში, ნავთობის ფასი $200-ს მიაღწევს

Westbeck Capital Management-ის პროგნოზით, რუსული ენერგიის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებამ ნავთობის ფასი შესაძლოა $200-მდე გაზარდოს. ლონდონში ბაზირებული ჰეჯ-ფონდი იმ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის არის, რომელიც ფსონს ნავთობის ფასის შემდგომ ზრდაზე დებს იმ პირობებშიც კი, თუკი ბირთვული შეთანხმების შედეგად ირანი გლობალურ ბაზარზე დაბრუნდება. ინვესტორებისთვის გაგზავნილ წერილში, Westbeck-მა განაცხადა, რომ რუსი ექსპორტიორების მიმართ მზარდი პროტესტი მოთხოვნის ნაწილის რღვევასთან ერთად ნავთობის ფასებს $150-$175 დიაპაზონამდე გაზრდის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 4 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  118,11  (+ 7,65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115,68  (+  8,01)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ–ის კონგრესი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის კანონს განიხილავს

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ პალატა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონს განიხილავს. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში, რუსული აგრესიის საპასუხოდ, ვაშინგტონი უკრაინას $10 მილიარდიან დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. „ჩვენი კანონპროექტი აშშ–ში რუსული ნავთობის და ენერგომატარებლების იმპორტს კრძალავს, აუქმებს ჩვეულებრივ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და ბელარუსთან და პირველ ნაბიჯს დგამს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გაძევების ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისში, 7 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ზაჰესის, ბარისახოს, ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ბიჭვინთის, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას და სკოლის ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ჯაბიძის, ფარსმან ...

Read More »