ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3 600 დოლარს გადააჭარბა.
ლონდონის საფონდო ბირჟის – ICE-ის მონაცემების მიხედვით, დილით, ვაჭრობის გახსნაზე კუბური მეტრის ღირებულება 2366,8 დოლარს შეადგენდა, რამდენიმე წუთში 2700 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 3 639,1 დოლარამდე ავიდა.
ევროპაში გაზის საფასურმა მკვეთრი ზრდა გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მაშინ მისმა ფასმა 1900 დოლარსაც მიაღწია, რაც იმ დროისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო – მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში მისი ფასი დაახლოებით 515 დოლარს შეადგენდა.