Shell რუსული ნავთობიდან მიღებულ მოგებას სრულად უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს

ბრიტანულ-ჰოლანდიურმა კომპანია Shell-მა პირობა დადო, რომ წინა დღეს შეძენილი რუსული ნავთობიდან მიღებული მოგება უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად გამოიყენებს. ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ გააკრიტიკა ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია Shell რუსული ნავთობის შეძენის გამო და განაცხადა, რომ ტრანსნაციონალურმა კორპორაციამ უნდა შეწყვიტოს კავშირი რუსეთის ფედერაციასთან.

Shell-მა რუსეთიდან ნედლი ნავთობის შეძენას “რთული გადაწყვეტილება” უწოდა. განპირობებულია ბენზინის, დიზელის და სხვა პროდუქტების წარმოების მხარდაჭერის აუცილებლობით.

კორპორაციამ დასძინა, რომ ის გააგრძელებს რუსული ნავთობის ალტერნატივის არჩევას, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ “ეს ვერ მოხერხდება ერთ ღამეში იმის გამო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთი მსოფლიო მიწოდებისთვის”.

„რუსული ნავთობის შეზღუდული ოდენობის მოგებას, რომელიც უნდა ვიყიდოთ, სპეციალურ ფონდში გადავიტანთ.

უახლოეს დღეებში და კვირებში, ჩვენ ვიმუშავებთ დახმარების პარტნიორებთან და ჰუმანიტარულ სააგენტოებთან, რათა განვსაზღვროთ, სად არის საუკეთესოდ განთავსდეს სახსრები ამ ფონდიდან, რათა შევამსუბუქოთ ამ ომის საშინელი შედეგები უკრაინის ხალხისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply