ირანმა გადააჭარბა ნედლი ნავთობის ექსპორტს 1,5 მილიონი ბარელით დღე/ღამეში, ალი აქბარ საფაის, ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და გადაზიდვების სამთავრობო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”
მ/წლის 3 მარს ირანის ნავთობის მინისტრმა აღნიშნა, რომ თეირანი აპირებს გაზარდოს ნავთობის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე უახლოეს მომავალში. მან განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც OPEC + ქვეყნებმა, 2 მარის შეხვედრის შემდეგ, გადაწყვიტეს განაგრძონ ნავთობის მოპოვების დაგეგმილი ზრდა 400 ათასი ბარელით დღე/ღამეში.
ირანმა მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობის ექსპორტი მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს გადაწყვიტა ვაშინგტონი ცალმხრივად გაეყვანა ირანის ბირთვული პროგრამის ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმიდან და დააწესა ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მისი ენერგეტიკის ექსპორტზე. მას შემდეგ ირანის ხელისუფლება ნავთობის ექსპორტს მესამე ქვეყნებით ახორციელებს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის თქმით, თეირანმა ნავთობის ექსპორტი 40%-ით გაზარდა.