Author Archives: admin

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ამერიკულ კომპანიებს, ნავთობის წარმოება გაზარდონ

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ამერიკულ კომპანიებს, გაზარდონ ნავთობის წარმოება. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა საგანაგებო ბრიფინგზე ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომს მოჰყვა შედეგები, რომლიც აშშ-შიც და ევროპაშიც მოქალაქეებმა და ოჯახებმა საკუთარ თავზე იგრძნეს. „მე ვიცი, რა მტკივნეულია ეს“, – განაცხადა ბაიდენმა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის ნავთობის იმპორტის შეჩერება „სწორი ნაბიჯი იყო“. მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციაში ...

Read More »

გაირკვა ქვეყნები, საიდანაც მთავრობა ცდილობს, იაფი საწვავი შემოიტანოს

ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებებს განიცდის და საქართველოში საწვავის ღირებულება წარმოუდგენელ ნიშნულს მიუახლოვდა. ამ კრიტიკულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, მთავრობამ რაიმე ბერკეტი გამოიყენოს და ფასი როგორმე შემცირდეს. „რეზონანსმა“ გაარკვია, რომ მთავრობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 3-4 ქვეყანასთან იაფი საწვავის შემოტანასთან დაკავშირებით და ამ ინფორმაციას იმპორტიორთა ნაწილიც ადასტურებს. რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ...

Read More »

ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მარაგებიდან ყოველდღიურად 1 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში აშშ-ს სტრატეგიული მარაგებიდან დღეში საშუალოდ 1 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. „დღეს მე მოვიწონე სტრატეგიული მარაგებიდან დღეში 1 მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს არის აშშ-ის სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ...

Read More »

ჩერნობილიდან ოკუპანტების გასვლის შემდეგ, ატომურ სადგურზე IAEA სპეციალურ მისიას გაგზავნის

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დატოვეს. აქ საკუთარ სპეციალურ მისიას გაერო-ს ბირთვული მაკოტროლებელი ორგანო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) გაგზავნის. მისია შეამოწმებს ჩერნობილის ატომურ სადგურზე არსებულ მდგომარეობას. 31 მარტს უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამ, ენერგოატომმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩერნობილში მყოფი რუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრისკენ დაიძვრნენ და დარჩენილი იყო ჯარის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც ტერიტორიიდან ამჟამად უკვე გასული უნდა იყოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, როდესაც ოკუპანტებმა ატომური სადგური ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

“OPEC +” მაისში ნავთობის მოპოვების 432 ათას ბარელამდე გაზრდას გეგმავს

ხუთშაბათს გაიმართა “OPEC+”-ის ათწუთიანი მინისტრთა კონფერენცია. შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მაისში ნავთობის მოპოვების აღდგენასთან დაკავშირებით. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “OPEC+”-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ მაისის თვეში საწვავის მოპოვების დონის შეცვლაზე. ერთობლივი კორექტირება შეთანხმებულია 0,432 მლნ ბარელის ოდენობით  დღე-ღამეში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფუნდამენტურად ახლა ბაზარი სტაბილურ მდგომარეობაშია. თუმცა, გეოპოლიტიკური ფაქტორები იწვევს ფასების ცვალებადობას. “OPEC+”-ის მორიგი შეხვედრა 5 მაისს არის დაგეგმილი.

Read More »

დიმიტრი პესკოვი: გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ პუტინის ბრძანება, არ ვრცელდება უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანება, არ ვრცელდება უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე. მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყნები არ ადასტურებენ საფასურის რუბლში გადახდას, მათ 1-ელი აპრილიდან ბუნებრივი აირის მიწოდება მაინც არ შეუწყდებათ. „გუშინ ბევრი კითხვა დამისვეს იმასთან დაკავშირებით, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ დადასტურება არ არის ღირებულების რუბლში გადახდასთან ...

Read More »

ბაიდენი აშშ-ში საწვავის ფასების ზრდაზე: ამის მიზეზი პუტინის ომია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაუკავშირა. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ერთი გალონი საწვავი საშუალოდ 4.20 დოლარი ღირს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 3.30 დოლარი ღირდა. „ამის მიზეზი პუტინის ომია. ახლა მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი აღარ ყიდულობს რუსულ ნავთობს. მე ავკრძალე რუსული ნავთობის იმპორტი ამერიკაში. „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ კონგრესში მხარი დაუჭირეს ...

Read More »

ბელგოროდის ნავთობბაზაზე 21 მლნ ლიტრი საწვავი განადგურდა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო იერიში ბოლო 1 კვირაში უკვე მეორედ მიიტანეს.  ბელგოროდში იარაღის საწყობის განადგურების შემდეგ, ახლა უკვე ნავთობბაზა დაბომბეს, ზარალი 21 მლნ ლიტრი საწვავია. ნავთობბაზაზე შეტევა 2 უკრაინული MI 24 ტიპის შვეულმფრენით განხორციელდა. უკრაინელმა მფრინავებმა ერთდროულად სიმამაცე და პროფესიონალიზმი გამოიჩინეს. მათ რადარებისგან თავის ასარიდებლად 50 მეტრის სიმაღლეზე მოუწიათ ფრენა. მათ 27-დან 8 რეზერვუარი გაანადგურეს, თითოეულში 2000 ტონა ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალია და ესპანეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი გაზსადენის მშენებლობას გამნიხილავენ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ესპანელ კოლეგასთან ერთად გაზსადენის მშენებლობის იდეა განიხილა, იმისთვის რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება შეამცირონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ევროპის სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები ახლა ხვდებიან, რომ ისინი შეიძლება გახდნენ ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრები ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა და დასძინა, რომ რუსეთის რეზერვების 30-40% შეიძლება დაუყოვნებლივ შეიცვალოს. ესპანურ-იტალიური მხარეების ინფორმაციით, ევროკომისია გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობას ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიამ რუსული გაზის მიღება შეწყვიტა

პოლონეთისა და გერმანიის საზღვარზე იამალი-ევროპის გაზსადენით გაზის ფიზიკური ნაკადი ფაქტობრივად ნულოვანია, იტყობინება TASS-ი, გაზის ტრანსპორტირების ოპერატორი Gascade-ის მონაცემებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გერმანიაში მიწოდება შეწყდა და პოლონეთის მიმართულებით, რევერსულად მოძრაობს. აღნიშნულია, რომ საუბარია მალნოვის გაზსაზომი სადგურის გავლით გერმანიის მიმართულებით გაზის გადინებაზე. წყარო: bfm.ge

Read More »