„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალია და ესპანეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი გაზსადენის მშენებლობას გამნიხილავენ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ესპანელ კოლეგასთან ერთად გაზსადენის მშენებლობის იდეა განიხილა, იმისთვის რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება შეამცირონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ევროპის სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები ახლა ხვდებიან, რომ ისინი შეიძლება გახდნენ ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრები ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა და დასძინა, რომ რუსეთის რეზერვების 30-40% შეიძლება დაუყოვნებლივ შეიცვალოს.

ესპანურ-იტალიური მხარეების ინფორმაციით, ევროკომისია გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობას სწავლობს.

Leave a Reply