Author Archives: admin

ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

ერდოღანი: თურქეთი და აზერბაიჯანი გაზრდიან TANAP-ის გამტარუნარიანობას

„აზერბაიჯანთან ერთად დაიწყო მუშაობა ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, წერს თურქული მედია. „აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე. ლიბიასთან დადებულმა ნახშირწყალბადების შეთანხმებამ შექმნა თანამშრომლობის ახალი არეალი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოების სფეროში ამ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში“, – განაცხადა ერდოღანმა. ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 11 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ჩუღურეთის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, აფხაზეთის, სარკინეთის, აჭარის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, ხუდადოვის, არგვეთის, ტყეკულტურის, სამშვილდეს, წყაროს, ზაქრაძის, მეუნარგიას, ქურდიანის და ვეშაპურის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის ...

Read More »

უნგრეთი და სერბეთი ააშენებენ ნავთობსადენს რუსული საწვავის ტრანსპორტირებისთვის

ბუდაპეშტი და ბელგრადი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ნავთობსადენის აშენებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს რუსული ნავთობის ტრანსპორტირება “დრუჟბას” მილსადენიდან. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზოლტან კოვაჩმა განაცხადა. „ახალი ნავთობსადენი დაუკავშირდება “დრუჟბას” მილსადენს და მისცემს სერბეთს “ურალის” იაფი ნავთობის მიღების საშუალებას“, – ვკითხულობთ მის სოციალურ ქსელში. კოვაჩმა დასძინა, რომ ამჟამად სერბეთი ნავთობის ძირითად მოცულობას მილსადენით ხორვატიიდან იღებს, მაგრამ “მომავალში ეს ძნელად შესაძლებელი ...

Read More »

გლობალური დათბობა დედამიწაზე ძლიერ წვიმებსა და წყალდიდობებს გამოიწვევს

კლიმატის გლობალური დათბობა მოახდენს მთელ მსოფლიოში გადაუღებელი წვიმების პროვოცირებას. ამ მოსაზრებამდე მივიდნენ დანიელი მეცნიერები. მათ ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Geophysical Research Letters. სპეციალისტებმა კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით მოახდინეს 2011 წლის 2 ივლისის ამინდის პირობების სიმულაცია, როდესაც კოპენჰაგენის ჩრდილოეთით ძლიერი კოკისპირული წვიმები იყო, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. მოდელირება რამდენჯერმე გაუშვეს. თითოეული დონისთვის, ცალცალკე, გლობალური ტემპერატურა იყო: −1, 0, +1, +2 და +3. კვლევამ აჩვენა, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 6%-ით შემცირდა და $1500-იან ნიშნულს ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 489 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ნიგერია-მაროკოს გაზსადენი ევროპას ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება

აფრიკული გაზსადენის მშენებლობა, რომელიც ნიგერიას მაროკოსთან დააკავშირებს, 20-25 მილიარდი დოლარი დაჯდება. ხსენებული სადენი შესაძლებელს გახდის გაიზარდოს საწვავის მიწოდება ევროპაში და იხსნას რეგიონი მწვავე ენერგეტიკული კრიზისისგან. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. „ნიგერიას ყველაზე დიდი დადასტურებული გაზის მარაგი აქვს აფრიკაში – დაახლოებით 200 ტრილიონი კუბური ფუტი, რომლის უმეტესი ნაწილი არ გამოიყენება, უბრალოდ იწვება ან ხელახლა შეჰყავთ ნავთობის ჭაბურღილებში. ასე რომ, მომდევნო ოთხი წლის ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 12 ოქტომბერს ხონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 12 ოქტომბერს 02:00დან 06:00 საათამდე შესაძლოა აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების პროცესი შეფერხდეს. კერძოდ, მ/წ 12 ოქტომბერს 02:00დან 06:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება, შესაძლოა, შეეზღუდოს ქალაქ სამტრედიის ნაწილსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ...

Read More »

ერთკვირიანი ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.69 (-0.23)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.59 (-0.05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

აშშ-ში საწვავზე ფასებმა ზრდა ისევ დაიწყო

OPEC+-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირებას ითვალისწინებს, აშშ-ში საწვავზე ფასებმა ზრდა დაიწყო. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. „საკვებზე ფასები გაიზრდება, კი არ შემცირდება. მე მანამდე შევძელი საწვავზე ფასების დაკლება, თუმცა ახლა მან ზრდა დაიწყო იმის გამო, რაც OPEC+-ში რუსებმა და საუდეველებმა გააკეთეს“, – განაცხადა ბაიდენმა მერილენდის შტატში სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განაგრძობს ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ...

Read More »

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე სომხეთის ,,განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტურობის ფონდის“ ხელმძღვანელს კარენ ასატრიანს შეხვდა

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე სომხეთის ,,განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტურობის ფონდის“ ხელმძღვანელს კარენ ასატრიანს შეხვდა. გაცნობითი სახის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინიციატივით გაიმართა.  ორმხრივ შეხვედრაზე სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა სომხურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიული პროექტების შესახებ. მხარეებმა განიხილეს რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, ხაზი გაესვა ერთობლივი ჩართულობით ...

Read More »